📚 21 🎭

274 17 4
                                    

→ტომის თვალთახედვით←
დარსის გაკეთებული ფერადი სამაგრებით დაახლოებით სამი საათი გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტახანი მთხოვა ამის ტარება, დრო ისე გავიდა ვერც ვიგრძენი. ჩვენი შეკვეთის ამოტანისას მომსახურე პერსონალი გაოცებული მიყურებდა, იქამდე სანამ კარი არ დავხურე და არ გავიაზრე თავზე რაღაც რომ მქონდა. უცნაურია, მაგრამ დარსის ბავშვურ თხოვნაზე მეც ვიხალისე. მის მოწყენილ სახეზე ღიმილის დანახვა ხომ ჩემი მთავარი მიზანია, ის ამას ყოველდღე და ყოველ წუთს ახერხებს, თმასთან ერთად ცხოვრებაც გამიფერადა ამ ადამიანმა, ამიტომაც არის ასეთი განსაკუთრებული ჩემთვის.
ჭამის შემდეგ ორივე დავწექით, მას კი მალევე ჩაეძინა, მისთვის ზედმეტად დამღლელი იყო დღევანდელი დღე, ჯერ კოშმარი, სიცხე, მერე კი უხასიათობა, თუმცა კარგი ისაა, რომ დღის ბოლოს ხასიათი გამოუკეთდა.
მისი ჩაძინების შემდეგ წამოვდექი და თმიდან მოვიხსენი ყვავილებიანი სამაგრები , თმა ხელით ავიწეწე და შემდეგ გადავისწორე, იმასაც ვაღიარებ, კარგად შემჭრა, რასაც არ ველოდი, ცოტას ვნერვიულობდი, ისიც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი ამაზე, ისეთი თავდაჯერებულობით იყო, უბრალოდ უარი აღარ ვუთხარი.
როცა უკან მოვტრიალდი საწოლის კუთხეში მისი ლეპტოპი შევნიშნე, ფრთხილად ავაცალე და მაგიდაზე დავდე, ვინაიდან ჯერ საკმაოდ ადრეა, ფილმს ვუყურებ, არც მგონია ამაზე პრეტენზია ჰქონდეს.
როდესაც გავხსენი მისი კოდი შევიყვანე, ესეც თავად მიათხრა, "harry1994", ძალიან მაგარია..და მაინც, რა მოსწონს მასში არ მესმის, ერთი უბრალო ბიჭია, ახლა ჩემს ფიქრებს რომ კითხულობდეს მეჩხუბებოდა, ნორმალურად ილაპარაკე მასზეო, მაგრამ არ შემიძლია, ის ჩემთვის ღლაპი, ნერვების ჭიაა.
კოდის მოხსნის შემდეგ პირველი რაღაც საქაღალდე ამომიგდო, ოცამდე ფაილი მაინც არის აქ..ნუთუ ეს ისაა, რასაც იწერს ხოლმე.. ერთხელ კი წამაკითხა, ახლა რომ ეს ვქნა გაბრაზდება? არა..არა..აქ მისი პირადი სივრცეა..
აქ დღევანდელიც არის..ის ხომ სულ იწერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი უხასიათობის შესახებაც ექნება აღწერილი.. უბრალოდ არა, ამას არ ვიზამ!
ფილმების საიტზე შევედი, დარსი და თავისი საშინელებათა ჟანრი..მე დამცინის გეშინიაო, მაგრამ თვითონ? ღამე შეშინებული იღვიძებს მერე.
რაღაც ფილმი ავარჩიე გარეკანის მიხედვით, მძაფრ-სიუჟეტიანი.
დაახლოებით ათი წუთი ისე ვუყურებდი, იმაზე ფიქრი არ შემიწყვიტავს, რა შეიძლება ჰქონდეს იმ ფაილში, ვიცი..ეს არასწორია, მაგრამ რამე ისეთს თუ გავიგებ, რითაც შევძლებ დახმარებას, იქნებ ამად ღირს?
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ფილმი ჩავკეცე და ის ფაილი გავხსენი, მხოლოდ დასაწყისს შევხედავ და მორჩა..

📚Two sides🎭Where stories live. Discover now