📚 26 🎭

294 15 5
                                    

→რამოდენიმე კვირის შემდეგ←
დამღლელი დღის შემდეგ ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც სახლში ბრუნდები და შეგიძლია დაწვე, დაისვენო, მაგრამ ფიქრები ამ დროს უფრო იჩენენ თავს, როცა უბრალოდ არაფერს აკეთებ.
უნივერსიტეტში პატარა დავამ ჩემს ლექტორთან და ამავე დროს შეყვარებულთან, ყველაზე მეტად მომთენთა, დღეს ერთ ბავშვთანაც მომივიდა კამათი, ლექტორს განუცხადა, მე რატომ არ მომიმატეთ ქულა თუ დარსის დაეხმარეთო, ამის თქმისას რამის ენა ამოვაგლიჯე, უნივერსიტეტში თითქმის არც დადის და აქეთ აცხადებდა რაღაცებზე პრეტენზიას, მაგრამ იმ ფაქტმა ცალკე გამაგიჟა, ქულა რომ მომიმატა ტომიმ.
მართლა ვაფასებ იმას, რომ დახმარებას ცდილობდა, თუმცა არ მინდა ეს, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგანაც ჩვენ ერთად ვართ, ის კიდევ აგრძელებს იმის კეთებას, რაც არ მიმაჩნია სწორად.. სხვა ბავშვებთან თუ მკაცრია, მაშინ მეც მასე მომექცეს ლექციებზე, მინდა შენიშვნები მეც მივიღო და სხვებისგან არ გამომარჩიოს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენობის გარეთ ურთიერთობა გვაქვს, უნივერსიტეტში უბრალოდ სტუდენტი ვარ და მეტი არაფერი.
რა თქმა უნდა, არ გვიჩხუბია, უბრალოდ ცოტა გაბრაზებულზე ემოციებს ავყევი და ვუთხარი ხმა არ გამცე მეთქი, ორი საათი გავიდა ჯერ, მაგრამ ყოველ წამს მის ჩატში შევდივარ რაღაცის მისაწერად, ჯიუტად არ ვაკეთებ ამას, ბოლო წამებში მახსენდება რომ გაბრაზებული ვარ..
რა ჯანდაბა მჭირს.. მგონი დიდი ხანია არ გვიკამათია, რა საკვირველია ეს არ მომწონს, მაგრამ მართლა ასეა.. რაღაც უცნაურად გვემთხვევა ხოლმე, დიდი დროის შემდეგ რაღაც უაზრობებზე ვიწყებთ დავას.. ნუ, მე უფრო ვარ ინიციატორი, ზედმეტად უკონტროლო ვარ, ემოციებს ვერ ვიკავებ და უცებ ვიცი აყოლა რაღაცებზე, ეს ჩემი ნაკლია, რასაც ვერაფერს ვუხერხებ უკვე წლებია.
როგორ მეზარება დღევანდელი დღე.. ხვალ და ზეგ ვისვენებ, თუმცა ფოტოსესიებზე გვიწევს მისვლა, იქ ხომ მაინც ვნახავ და ხმა რომ არ გამცეს მართლა? ვიტყოდი, მოვკლავ ამას თუ იზამს თქო, მაგრამ ვერ გავიმეტებ, ახლაც ვერ ვუძლებ, დიდი ხანი ვერ ვებუტები, სულ თვითონ მირიგებს ხოლმე და იქნებ ახლა მე დავურეკო, სჯობს ნაბიჯი ამ ჯერად მე გადავდგა, თვითონვე დავასრულებ ამ უაზრობას, ასე უფრო შევძლებ მოსვენებას, როცა მეცოდინება, აღარ ვართ განაწყენებული.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now