📚 3 🎭

379 23 1
                                    

→ორი კვირის შემდეგ←
ნორმალურად არ მახსოვს სპექტაკლზე რა ხდებოდა, პრემიერის წინა დღეს სახლში დაბრუნებულს მაღალი სიცხე მქონდა, დედა გიჟს ჰგავდა,როგორ მოახერხე გაციებაო, ეს რომ ვიცოდე არც მე ვიწუწუნებდი.. მაგრამ დიდი ალბათობით თეატრში მომივიდა ასე, ფორმის გახდა ჩაცმაში, გოგონების ოთახში გამათბობელი გაფუჭდა, თან სანამ მე იმ აუტანელ ფორმას მოვირგებდი..ნუ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.გამოსვლა ერთი კვირის წინ იყო, სპექტაკლის დაწყებამდე რეპეტიციაზე რეჟისორი გიჟს ჰგავდა, ძლივს ლაპარაკობო, მომიწია ყველანაირი ძალა მომეკრიბა და ჩემი დიალოგის დროს არ შემემჩნია ცუდად ყოფნა,ეს არ იყო მარტივი, თუმცა მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა. არც ჯულიეტას დასჭირდა დუბლიორი და არც მე.. ნამდვილად არ შევირცხვენდი თავს, რომ შემცვლელი დაეყენებინათ სცენაზე ჩემს მაგივრად, ისედაც ყოველ სცენაში სადაც გამოვედი სამ სიტყვაზე მეტი არ მითქვამს,
სამაგიეროდ ბოლოს მშობლებმა ლამაზი ყვავილები და შოკოლადები მომართვეს.

სპექტაკლზე ფიქრისას, ვერც გავიაზრე ისე ამიბზუილდა ხელში ტელეფონი, გული მომენტალურად ისე ამიჩქარდა წამით ვიფიქრე რომ გამისკდებოდა. მამა რეკავს, ამ დილითაც რეკავდა, თუმცა მეძინა და გადარეკვა დამავიწყდა.
-გისმენ,მამა.
-დარსი, რომ გირეკავდი სად იყავი.
-მეძინა.
-ოჰ..თავს როგორ გრძნობ?
-უკეთ, სიცხე აღარ მაქვს,ყელის ტკივილმაც გამიარა.
-კარგია. ხვალ არ გინდა საყიდლებზე წავიდეთ?
-კარგი, ოღონდ ჯერ უნივერსიტეტში უნდა გავიარო, ისედაც ხშირად ვაცდენ..- ხშირად კი, რაც სწავლა დაიწყო ერთხელაც არ მივსულვარ, კვირაში ოთახი დღე მაქვს ლექცია ,მე კიდევ მიზეზები არ მელევა გაცდენებზე.
-დამირეკე და გამოგივლი მაშინ.
-კარგი.- გავუთიშე და წამოვდექი, გარდერობი გავაღე და ჩემი ტანსაცმელი საწოლზე გადმოვყარე, დალაგების დროა, უსაქმურობის გამო უკვე არ ვიცი, რა გავაკეთო. დალაგებასთან ერთად ხვალინდელ ჩასაცმელსაც ავარჩევ.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now