📚 27 🎭

246 15 8
                                    

ილინოისში დაშვების შემდეგ დედას მესიჯი მივწერე, მშვიდობით ჩასვლაზე ვაცნობე.
ჯერ დილის ექვსი საათია, ალბათ ახლა ეძინება, დარეკვით კიდევ არ მინდა შევაწუხო, ისედაც ბევრი ინერვიულა ჩემს წამოსვლაზე, დიდად ლაპარაკის თავიც არ მაქვს,
შვიდ საათიანმა მგზავრობამ მე და ტომი ძალიან მოგვთენთა, თუმცა მის სიახლოვეს ყოფნა მაინც სასიამოვნოა, ამ განწყობით შევინარჩუნეთ ხალისი, ყოველ გამოხედვაზე ღიმილს არ წყვეტს.
ბებიას ახლოდან გაცნობის მიზნით ამხელა გზაზე წამოვიდა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, იმაზეც შევთანხმდით, რომ ლონდონში ჩასვლისას დედამისს გავიცნობ, მთელი დეკემბერი დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ამიტომაც ვერ მოვახერხეთ, ძალიან აჟიტირებული ვარ ამ ფაქტით, უცნაურად სასიამოვნო იყო, დედის გაცნობა რომ შემომთავაზა.
-გამოფხიზლდი, გზა შენ იცი..- ჩემმა ძვირფასმა მხარზე მსუბუქად დამარტყა ხელი, მას გავხედე და სულელივით გავუცინე.
-მღვიძავს..
-ფიქრებში ხარ მაშინ წასული.
-ჰო, სულ მეფიარება, როგორი იქნება მისის ჰიდლსტონის გაცნობა..
-არ ვაჭარბებ, მაგრამ შეგიყვარდება, თავისი მოულოდნელი მკაცრი ხასიათის მიუხედავად.
-დედაჩემიც მასეთია, ასე რომ, არ გამიკვირდება არაფერი.- ჩემოდანის აღებისას გარეთ გავედით, ტაქსი იქვე, შესასვლელთან იდგა, ამიტომაც პირდაპირ მასთან მივაჭერი და ვიკითხე ჩემს მისამართზე თუ წაგვიყვანდა, მანაც უპრობლემოდ ჩააწყო საბარგულში ჩვენი ნივთები. გზაში ცალკე ორმოცი წუთი მოგვიწია ყოფნა, ძილის სურვილის მიუხედავად გარეთ მორთული ქუჩების დანახვა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, თოვს, არემარეს ხალისს სძენს, შუადღე რომ დაიწყება, დარწმუნებული ვარ ბავშვები გამოვლენ საგუნდაოდ.
-საღამოს ბავშვები თუ გავლენ, ჩვენც შევუერთდეთ და თოვლში ვითამაშოთ.- ტომიმ მომღიმარმა გამომხედა, თუმცა სანამ მისკენ მივაბრუნებდი სახეს მძღოლის რეაქცია შევნიშნე სარკიდან.
-კარგი?
-კარგი.- მოიწია და შუბლზე მაკოცა.გაყინული თითები მისაში ავხლართე, სიცივისაგან გააჟრჟოლა, თუმცა ორივე მტევანი თავისაში მოიქცია და ჩემი გათბობა დაიწყო.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now