📚 4 🎭

330 24 4
                                    

დილის ლექციის შემდეგ ლექტორთან მივედი და გავესაუბრე, მანაც იმავე მითხრა,რაც მისტერ ჰიდლსტონმა, ბევრი გაცდენის გამო ქულა მაკლია, თუმცა შუალედურის აღდგენის გრაფაში ჩამსვავს, ნული ქულა რომ არ მქონდეს სექტემბრის თვეში. ძალიან საყვარელი კაცი აღმოჩნდა,მისტერ ბარნსი.
ცოტა უაზრო საგანი კი არის, ნახევარზე მეტი მასალა სკოლაში გავლილი მქონდა თან რაც ისტორიას ეხება ყველაფერი მიყვარს და მაინტერესებს "კაცობრიობა და განვითარება" მიახლოებით ამაზეა, პირველყოფილი ადამიანიდან უახლოეს მოვლენებამდე დამთავრებული,ყველაფერს მოიცავს, კიდევ კარგი მხოლოდ ამ პირველ სემესტრში გავივლი ამ საგანს, ესეც საკმარისია ყველაფრის გადასამეორებლად.
საგანი კვირაში ერთხელ მაქვს, ამის სწავლას და დავალების შესრულებას თავისუფლად მოვასწრებ.
ლექციის შემდეგ პირდაპირ თეატრში წავედი, ერთ საათიანი მგზავრობის გამო დამაგვიანდა კიდეც.
-ბოდიში, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი და საცობში მოვყევი.- რეჟისორმა ხელით მანიშნა შევსულიყავი.
-შენ გელოდებოდით, ამიტომაც ახლა დავიწყებთ ახალი პიესის განხილვას.ჩემმა ერთმა ნაცნობმა, ერთი იდეა მომაწოდა,მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე, გადავწყვიტე ჩემი დაწერილი პიესა დავდგათ.
-თქვენი?- ბავშვებმა გაოცებულმა ამოილაპარაკეს.
-ჰო, რა გაგიკვირდათ, ოცდახუთი წელი ამ სფეროში ვარ, არა ერთი პიესა მაქვს დაწერილი, რამოდენიმეჯერ დავდგი კიდეც ძველ ჯგუფებთან. იდეა არ მოგწონთ?
-ვფიქრობ, კარგი იდეაა, პიესა რაზეა?- ვკითხე რეჟისორს,მანაც არ დააყოვნა და ფურცლები დაგვირიგა.
"გზა შენამდე".
-სიუჟეტი ცალმხრივ სიყვარულზეა. მთავარ პერსონაჟ ქალს, ანაბელ ბრედლზე, რომელსაც მეგობარი შეუყვარდება. გრძნობებში გამოტყდომის შემდეგ დეივ ჯენკისი მისით მანიპულიერებას იწყებს, ტყუილი იმედებით სავსე, მიამიტი ქალი კი ყველა მის ბინძურ საქმეს აკეთებს. საბოლოოდ, როდესაც ეს ქალი სიმართლეს გაიგებს, უკვე გვიანი იქნება, მამაკაცი კი იქამდე ვერ გაიაზრებს თავის შეცდომას,სანამ ქალს საბოლოოდ არ დაკარგავს. ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სიკვდილი მას მთელი ცხოვრება ტრამვად მიყვება.
-დრამა..მიყვარს ატირებულ ხალხს რომ ვუყურებ ხოლმე.- ჩემს კომენტარზე ნიკმა სიცილი დაიწყო.
-რატომ?
-როცა იცინიან აღარ იციან გაჩერება, ძალიან ხმაურბენ და ჩვენს ხმას ფარავენ, რამოდენიმეჯერ სპეციალურად შემიწყვიტავს საუბარი,სანამ არ გაჩერდებოდა ყველა.
-კარგით, ბავშვებო, ახლა როლებს მოგცემთ, შემდეგ კი რაღაც ნაწილი გავიაროთ.- მეორე საქაღალდე აიღო და სიას ჩახედა.
-ალექს, შენ დეივ ჯენკინსის როლში იქნები.
-აბა ჩემზე შეყვარებული ქალი ვინ იქნება?- გოგონებს შემოგვხედა მწველი მზერით, სიცილით ავატრიალე თვალები.
-დარსი, შენ ანაბელ ბრედლის როლი..- გაოცებისგან პირი შევხსენი.
-სერიოზულად?
-ჰო, რა იყო.
-არაფერი.- ბოროტი ღიმილით გავხედე ალექსს, ახლა მან აატრიალა თვალები.
-ნიკი დეივის მტრის როლს მოირგებს, ქეითი კიდევ ანაბელის დის..- როლების გაცვლის შემდეგ სცენაზე ჩამოვსხედით, პირველ ეტაპზე მთელ ტექსტს გავივლით, ხვალიდან კი რეპეტიციას დავიწყებთ.
-მოკლედ, პიესა დიდია, რეპეტიციის ხანგრძლივობა თვეზე მეტი გაგრძელება,ამან არ შეგაშინოთ, შეიძლება იმაზე მალეც აითვისოთ როლები, თუმცა ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, მომზადების ხანგრძლივობა გავზარდე, თქვენთან ერთად დუბლიორებიც მოემზადებიან, იმედია არ დაგვჭირდება, თუმცა თავი დავიზღვიოთ. კარგი,ახლა დავიწყოთ.- ტაში შემოკრა, რაზეც დაბნეულმა გავაქნიე თავი, უცნაური დეჟავიუს გრძნობა მქონდა.. რა თქმა უნდა, მისტერ ჰიდლსტონის ჟესტი პირველ შუალედურზე..

📚Two sides🎭Where stories live. Discover now