📚 8 🎭

286 22 9
                                    

-გახსოვთ, რომ მითხარით.. თუ დახმარება დამჭირდებოდა დამეხმარებოდით..
-დარსი..რა ხდება, შემოდი.- გარეთ გავიხედე, თავსხმა წვიმა დაწყებულა,კარი ჩავკეტე და მივბრუნდი.
-დამელოდე, ჩავიცვამ.- არ შემოუხედავს ისე დამიქნია თავი.
ასე მოულოდნელად აქ საიდან აღმოჩნდა, თანაც ასეთ მდგომარეობაში, წარმოდგენა არ მაქვს. ტანზე სპორტულები ჩავიცვი, გასვლისას სუფთა პირსახოცი გავიტანე.
-გამომართვი, გამშრალდი და ჩამოჯექი.- ჩამოჯდა,თან თმის გამშრალება დაიწყო.- რა მოხდა, დარსი..მეტყვი?
-არ ვიცი..ძალიან გაბრაზებული ვარ..
-უფრო სასოწარკვეთილს ჰგავხარ, ვიდრე გაბრაზებულს, ჩაი გინდა?
-დიახ..- თავი დავუქნიე და წამოვდექი. ჩაიდანი დავდგი, ჭიქა და საშაქრე გავიტანე მასთან. ისევ ტირის.
-ვინმესთან კონფლიქტი მოგივიდა?
-დიახ..
-ბიჭთან?
-მშობლებთან..
-ოუ..ძალიან პირადული თუ არაა და სურვილი გაქვს, შეგიძლია მომიყვე.
-პირადულია..არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამაზე საუბარს.
-კარგი. პიტნის ჩაის დაგალევინებ,ცოტას დაგამშვიდებს. - მადუღარა და პიტნის ფურცლები გამოვიტანე, გამხმარი პიტნა ჩავუყარე ჭიქაში და წყალი დავასხი.
-შაქარი?
-ორი..- როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნა ჭიქა მოვაწოდე, გაყინული თითებით გამომართვა და ტუჩებთან ახლოს მიიტანა ჭიქა.
-გცივა?
-არ ვიცი..მცივა თუ ბრაზისგან მაკანკალებს, ვერ ვგრძნობ უკვე.
-კარგი, ქურთუკი გაიხადე.- ჭიქა დადო და გაიხადა, გამოვართვი და გამათბობელთან ახლოს დავკიდე, მალე რომ გაშრეს.
-თავს საშინლად ვგრძნობ, მისტერ ჰიდლსტონ..ისეთი გათიშული გონებით წამოვედი სახლიდან, არ ვიცოდი სად შემეძლო წასვლა.. ბოლომდე ისიც არ ვიცი, აქ რატომ ვარ.
-არაუშავს, სტუმარს არასდროს ვაგდებ, თანაც, როცა მას რაღაც უჭირს.- გამომხედა და აცრემლებული თვალებით გამიღიმა. როგორი პატარა და უმწეოა, მის ასაკში ალბათ ოჯახური კონფლიქტები ყველაზე რთული და გამოუვალი რამ ჰქონიათ, თუმცა ზრდასთან ერთად ეგ მხოლოდ მოსანატრი ხდება.
-იდეალური ოჯახები არ არსებობს, არა?
-იდეალური არაფერია, ასე რომც იყოს, ვფიქრობ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, არა? იდეალური შენობები, ოჯახები, შვილები, ურთიერთობები..იდეალური ხასიათი და ქცევები.
-ჰო.. მაგრამ ხანდახან გვინდება.
-ეს უბრალოდ ადამიანის ფანტაზიაა, რომელშიც არ უნდა დაიკარგო, იდეალურ რაიმეს არ უნდა ეძებდე.
-როგორ შველით ხოლმე დარდს?
-არ ვიცი.. ალბათ ცოტა ალკოჰოლით.
-ახლა ჩემსავით დარდიანი ხართ?
-ასე იგრძნობა ალკოჰოლი?
-ცოტა..- გაეღიმა და თავი დახარა. ჩაის დალევის შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადო და თითები ნერვიულად აათამაშა. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, მეც იმავე გავიმეორე.
-მადლობა რომ ასე მოულოდნელად მოსული მიმიღეთ, ახლა წავალ..
-კურტკა?
-ის ხომ თქვენია.
-დარსი, ახლა სად წახვალ?
-არ ვიცი, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
-რას იძახი ახლა, ხვდები მაინც? გარეთ წვიმს, ასე რომც არ იყოს ყინავს, წასასვლელი არ გაქვს და ქუჩაში აპირებ ყოფნას? დღეს აქ დარჩი.
-მიატერ ჰიდლსტონ, ისედაც შეგაწუხეთ, პირველი ვინც გამახსენდა, თქვენ იყავით, აქ ვერ დავრჩები.
-მე კიდევ ვერ გაგიშვებ, რაღაც რომ მოხდეს? გვიანია, ამიტომაც საწოლზე თეთრეულს გამოვცვლი და დაისვენე მერე.
-არა იყოს..
-დარსი, გითხარი აქ რჩები მეთქი.
-დივანიც საკმარისი იქნება..
-დივანზე მოუხერხებლად იქნები.
-არა, რბილი და კომფორტულია..- მის სიჯიუტეს აღარ შევეწინააღმდეგე, თეთრეული გავუტანე, მანაც გაშალა, ორი თბილი პლედიც მივეცი, რომ არ შესცივდეს.
-ესეც აიღე.- ის ზედა მივაწოდე, რომელიც წინაზე დამიბრუნა.
-მადლობა..- გამომართვა და დივანზე დადო.
-ცოტა სამუშაო მაქვს, რამე თუ დაგჭირდება დამიძახე.
-კარგი, ძილინებისა.
-ძილინებისა.- საძინებელში გავედი და საწოლზე ჩამოვჯექი, ალბათ ახლა უფრო ვერ ვკონცერტრირდები საქმეზე.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now