📚 22 🎭

257 19 2
                                    

სეირმობისას დრო სწრაფად გავიდა, დაახლოებით ორი საათი დავბოდიალობდი ერთი ქუჩიდან მეორეზე, დაუღლელად, ფიქრებთან ერთად, თითქოს მარტო არ ვყოფილვარ, ვინმე მახლდა თან, ვისთან ერთადაც სიარული უბრალოდ არ მომბეზრებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მხოლოდ საკუთარ ფიქრებთან ვიყავი განმარტოებული.
ორი საათი, არც ბევრი და არც ისე ცოტაა ყველაფერზე დასაფიქრებლად, რადაც ამ დროის მანძილზე ვაკეთებდი.
ადრე ტომის ვკითხე, თუ ჰყავდა ცოლი, მან კი გულრწფელად მიპასუხა რომ ადრე დაქორწინებული იყო, მისთვის ზედმეტი კითხვითაც არ შევაწუხე, რადგანაც საერთოდ არ მიმაჩნდა ეს სწორად იმ მომენტში.
ახლა, როცა მისივე სახლში ყოფილი გამომეცხადა და მიმტკიცებდა, რომ ისინი შერიგდნენ, ეს ზედმეტად ცუდად მომხვდა გულზე,  ის თუ მართალია, მაშინ ტომი რატომ დარჩებოდა ეს დღეები მისტერ ბარნსის სახლში? შედარებით დამშვიდებული გონებით რომ ვიმსჯელოთ, ჩემი ლექტორის სიტყვების მჯერა, არ ვფიქრობ, რომ მომატყუა, მიუხედავად იმისა რომ ტომი მისი მეგობარია.  ტომის თითქმის ერთი წელია ვიცნობ, ამ დროის მანძილზე, გარდა ლექტორული კინკლაობის მისთვის რაიმე ზედმეტი არ შემიმჩნევია.. ცხელ გულზე მყოფმა იმ ქალის სიტყვები ისე ღრმად დავიჯერე, საშინლად დავკარგე კონტროლი, კარგია, პირდაპირ მის სანახავად რომ არ წავედი, შეიძლებოდა ისეთი უაზრობები დამეწყო, რასაც მერე ვინანებდი.
ყველა შემთხვევაში მასთან საუბარს ვაპირებ, მაინტერესებს მომხდართან დაკავშირებით რას მეტყვის, თუმცა დღეს განზრახ არ ვნახავ, რადგანაც ძალიან ნაწყენი ვარ ყველაფრის მიუხედავად,  დამიმალა. იმასაც ვაღიარებ, თქმის შემთხვევაშიც არ მესიამოვნებოდა ეს ფაქტი, მაგრამ ისე მწვავედ არ მივიღებდი, როგორც დღეს, თანაც მისტერ ბარნსთან რჩებოდა, ახლა ვიაზრებ სულ ბავშვის ხმები რატომ მესმოდა, ოჰ..
ტელეფონს დავხედე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მის ნომერს დავაჭირე თითი, ზარი რამოდენიმეჯერ გავიდა, შემდეგ ჯი ყურმილიდან ოდნავ აღელვებული ხმა გაისმა.
-გისმენ, დარსი..- ამოილაპარაკა.
-ამ.. რას შვრები?- მისი ხმის გაგონებისას მე უარესად დავიბენი, თავი ვერ მოვაბი სათქმელს.
-სახლს ვალაგებ.. შენ?
-სახლს.. მარტო ხარ?
-საბედნიეროდ კი, შემთხვევით მოსვლას ხომ არ აპირებ?- იმედიანად ამოილაპარაკა. მისი ჩუმი ამოსუნთქვის ხმაზე ოდნავ გამეღიმა.
-არა!- ამის მიუხედავად მტკიცედ ვუთხარი.- ხვალ თუ გეცლება მოგწერ და ჩემთან მოდი, იქ უფრო მშვიდად ვისაუბრებთ, დედა არ იქნება, თანაც დღეს რაიმეზე საუბარი ან მოსმენა არ მინდა.
-კარგი, არაა პრობლემა..დარსი..-
-გისმენ.
-მე..ამ..მომენატრე.- სუნთქვა შეკრულმა მიმოვიხედე ირგვლივ, თითქოს იმაში დასარწმუნებლად, ახლოს მყავდა თუ არა ვინმე. ისეთი სახე მივიღე მხოლოდ ყვირილით თუ შევძლებდი დამშვიდებას, მთელი სხეული ამიფორიაქა მისმა ერთმა სიტყვამ.
-კარგი, ახლა უნდა წავიდე.- შეძლებისდაგვარად მის ტკბილ ხმას მაინც არ დავნებდი. დამშვიდობების შემდეგ გავუთიშე.

📚Two sides🎭Where stories live. Discover now