შემდეგი მსხვერპლი?
- პარკ ნანო, 20 წლის ნახევრად ქართველი, ნახევრად კორეელი. ფსიქიატრიულშია, დიაგნოზი: პიროვნების გაორება. ოჯახური მდგომარეობა: ის ოჯახის კანონიერი შვილი არ არის, მამამისმა უღალატა თავის ცოლს ქართველ ქალთან. ნანოს დედამ დაბადებისთანავე მიატოვა, ამიტომ მამა იძულებული გახდა ბავშვი თავის ოჯახში წაეყვანა. ეს კაცი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. როგორც ამბობენ ნანო საგიჟეთში მისი სიკვდილის გამო მოხვდა, ის ისედაც არ იყო ჯანმრთელად, მაგრამ მამამისის სიკვდილს ვერ გაუძლო, რადგან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ მამაშვილს..მისი სიკვდილის შემდეგ საერთოდ გაგიჟებამდე მივიდა.. როგორც ამბობენ, მისი ასე ვთქვათ მეორე პიროვნება საზოგადოებისთვის საშიშიც კია.. მას მხოლოდ ძმა ჰყავს, 27 წლის. ჰო და ახლა ჯონგუკ როგორ მოკლავ და რას დაგეგმავ შენი საქმეა.
- რატომ კლავენ? მკვლელია?
- არა, არ არის ჩვეულებრივი გოგონაა რომელიც არ არის ნორმალური, და რა არის მიზეზი, რატომაც კლავენ, არ უთქვამთ.
- ჰომ იცი რომ მე მარტო მათ ვკვლავ ვინც ამას იმსახურებს.
- იცი რამდენს იხდიან?
- რამდენს?
- ძალიან ბევრს.. ძალიან ბევრს.. ახლა ამაზე არ უნდა იფიქრო.. თანაც შენ ჩვენთან მუშაობ და ვალდებული ხარ ყველაფერს დაემორჩილო.
- ვინ დაუკვეთა?
- პარკ მინჰომ.
- მისი ვინ არის..?
- ის..ნანოს ძმაა..
- ნაბიჭვარი...თქვა ჯონგუკმა.. ტელეფონი სადღაც მოისროლა, ლოგინზე დაწვა და ღრმად ჩაისუნთქა..
- უნდა მოვკლა გოგო, რომლის დანაშაულიც მხოლოდ მისი არსებობაა ამ სამყაროში.. მშვენიერია!
სისხლით მოსვრილი მაისური გაიხადა და სააბაზანოში შევიდა.. მას განტვირთვა სჭირდებოდა.. ახლა ჰომ ახალი, თანაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი უნდა მოეკლა..
ჯონგუკის პოვ:
- გამარჯობა..
- თქვენ ახალი დამხმარე ხართ არა?
- დიახ ამ საავადმყოფოში პირველად ვარ..
- ახლავე გეტყვით, რომელ პაციენტებს უნდა ადევნოთ თვალი და რომელ ექიმს დაეხმაროთ.
- მადლობა..
YOU ARE READING
მხოლოდ ჩემი..
Fanfictionის შემთხვევით გავიცანი.. მე ის უნდა მომეკლა.. მაგრამ.. შემიყვარდა.. ჩემი გახდა.. მხოლოდ ჩემი..