ნანოს პოვ:
დილა გათენდა.. მე კი მისი ნათქვამის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.. ძალიან ცოტა ხანი მეძინა, მანამდე კი მის ხელებში გახვეული ვიყავი და ამით ვტკბებოდი.. მისი სუნთქვის ხმა.. მისი თმების სურნელი.. მისი შეხება.. ყველაფერი ერთად ძალიან მოქმედებდა ჩემზე და ცოტა ხანიც ძლივს მეძინა..
როცა გაეღვიძა, ხელი გამიშვა და ლოგინზე წამოჯდა.- რა ხდება..
მძინარე ხმით მეკითხებოდა.. მობუზული სახე ჰქონდა, ისეთი საყვარელი იყო :))
- არ ვი.ცი.. მეც ახლა გავიღვიძე..
თავი მოვიკატუნე.
- გუშინ.., ღამე ნასვამი ვიყავი.. რამე ისეთი თუ ვქენი ბოდიში.
ეს ყველაფერი მითხრა და ოთახიდან გავიდა.. რა სჭირს?
***
- ჯანდაბა მინჰო! ჰომ თქვი რომ ამ საქმეს მოაგვარებდი?! ის ძუკნა ჯერ კიდევ ცოცხალია! რა ჯანდაბაა, რამდენი სიცოცხლე აქვს!
- დამშვიდდი დედა რამეს ვიზამთ!
- რას იზამ!? კიდევ რამის იმედი გაქვს?! რამდენჯერ უნდა ჩაფლავდე? ამისთვის გაგაჩინე?!
- დედა..
- სანამ პარკ ნანოს გვამს არ ვნახავ, მანამდე დედაშენი არ ვიქნები!ქალი ოთახიდან გავარდა და კარი ხმაურიანად მოიჯახუნა.
- ჯანდაბა! შენი დედაც ნანო! შენც, და შენს დამცველსაც ბოლოს მოგიღებთ! ვფიცავ!
***
- გაიღვიძე საყვარელო?მძინარე ჯუნ ჰიმ ლოგინიდან თავი აწია და იუნგი დაინახა.
- რა ხდება..
- არაფერი, ახლა უკვე ჯანმრთელი ხარ, ექიმი იყო და სრულიად გაგასუფთავა ცუდი ნივთიერებებისგან.
- ...
- არ გაგეხარდა?
- კი მაგრამ.. ასე კარგად რატომ მექცევი?იუნგი სკამიდან ადგა და ჯუნ ჰისკენ დაიძრა.
- იცი რა ჯუნ ჰი? ვფიქრობ შენ თუ ჩემგან სითბოს დანახვა გინდა, მე მისი მოცემა შემიძლია. ის რასაც მე ვერ გაძლევდი, ერადერთი სითბო იყო, და ზუსტად მაგას გრძნობდი ჯონგუკისგან, ამიტომაც მიღალატე მასთან, და გაიქეცი. გუშინ ღამე ვფიქრობდი, ისეთ პირობებს შეგიქმნი რომ აქედან წასვლის სურვილი არ გაგიჩნდეს, ჯოჯოხეთს იმსახურებ, მაგრამ იქიდან კიდევ გამექცევი, მერე კი ვალდებული ვიქნები მოგკლა, ამიტომ მინდა ეს ვცადო.
YOU ARE READING
მხოლოდ ჩემი..
Fanfictionის შემთხვევით გავიცანი.. მე ის უნდა მომეკლა.. მაგრამ.. შემიყვარდა.. ჩემი გახდა.. მხოლოდ ჩემი..