26

559 50 60
                                    

მინას პოვ:
ისეთი შეურაწყოფილი და გაბრაზებული ვარ, როგორ დამტოვა, ასე უჟმურად როგორ მომექცა, ან საერთოდ რეები გააკეთა! ვიღაც გოგოსთან წავიდა, ჰომ? კი ბატონო! მე თეჰიონს დავურეკავ და მას ვნახავ! მერე ნახოს როგორია როცა გაეჭვიანებენ, როცა სიგიჟემდე გაეჭვიანებენ!
თეჰიონს დავურეკე და ჩემთან, სახლში მოვიყვანე.

- მინა როგორ ხარ?

წელზე ხელი შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.

- კარგად თე შენ?
- თე? ასე თბილად?

ეშმაკურად იღიმოდა..

- ჰო ზუსტად.. მესაყვარლება ასე რომ გეძახი..

მომიახლოვდა და კედელთან მიმიმწყვდია..

- რატომ მაგიჟებ?
- გაგიჟებ? რითი გაგიჟებ? უბრალოდ ვმეგობრობთ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
- შენი სხეული.. შენი სული.. შენი ყველაფერი, მაგიჟებს..

ხელი მთელს სხეულზე ამატარა და ჩემს სახესთან, უფრო ახლოს მოვიდა..

- რას აკეთებ გამიშვი! ამისთვის არ დამირეკავს, აშკარად არასწორად გაიგე!
- ვიცი რომ შენც გიზიდავ, ვიცი რომ შენც გინდა..

უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა, მე კი ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი იყო, ვერ ვერეოდი..

- გაიწიე გთხოვ... თავი დამანებე, გაიწიე!

არ მომისმინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში მაკოცა.. ვცდილობდი თავი დამეღწია მაგრამ ამაოდ..

- კიმ თეჰიონ!

უეცრად ჯინის ყვირილი გავიგე...

ჯონგუკის პოვ:
მე და ჰოსოკი დაბლა, სასტუმრო ოთახში ვიჯექით და რაღაცას ვუყურებდით, თან ვჭამდით.. ნანოსაც ავუტანე საჭმელი მაგრამ არ გაუგია, ეძინა.. ვიჯექით და თან მასზე ვფიქრობდი.. რატომ დავტოვე.. იქნებ არ უნდა დამეტოვებინა.. მან უბრალოდ იხუმრა, ასეც არ ღირდა.. დაბანაში და გამოცვლაში უნდა დავხმარებოდი.. ყველაფერი თვითონ გაუკეთებია.. ალბათ ტკიოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. ჯანდაბააა.. ახლა რა ვქნა.. ალბათ როგორი ნაწყენია..

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now