28

1K 71 77
                                    

ავტორის პოვ:
ნანოსთვის საკმარისი იყო..მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნამდვილი სიყვარული არ ჰქონდა გამოცდილი.. გუკმა შეიყვარა ის ისეთი, როგორიც იყო.. ლამაზი დღეები აჩუქა.. ეს მისთვის საკმარისი იყო.. თუმცა.. არ უნდოდა სიკვდილი.. ბევრი ჰქონდა გუკთან ერთად გადასატანი, შვილები უნდა ჰყოლოდათ, ბედნიერი მომენტები შეექმნათ მათთან ერთად, ლამაზი სიბერე ჰქონოდათ და საბოლოოდ ერთად მომკვდარიყვნენ, იმ განცდის გარეშე, რომ თითქოს რამე გასაკეთებელი დარჩათ..
იმ წამს როცა გუკმა ეს სცენა დაინახა.. როცა მის წინ ნანო მიწაზე დაეცა და მისი სისხლით ყველაფერი წითლად იღებებოდა.. თითქოს.. ის ჭრილობა ნანოზე მეტად ეტკინა..
ეს ნანოს სისხლი იყო.. მისი ცხოვრების აზრის, მისი ყველაფრის, ის ვინც სიცოცხლის სურვილი მისცა და სიყვარული აჩუქა, ნამდვილი, რწფელი სიყვარული..
მასთან მივიდა, ცრემლები გადმოყარა, მის გახელილ თვალებს შეხედა,

- ნანო.. ნანო, პატარავ, ნანო გთხოვ.. ნანო არ დამტოვო გთხოვ..

ლოყაზე ეფერებოდა, მის ლამაზ სახეს.. გრძნობდა რომ მას ართმევდა, მის თავს სიკვდილი ართმევდა, მაგრამ არ აპირებდა გუკი დათმობას..

- სასწრაფოში დარეეკეთ!!!

ბოლო ხმაზე ღრიალებდა.. თან ნანოს სხეულს ეხუტებოდა და მის უემოციო სახეს ეფერებოდა.

- ნანო გთხოვ...

ტიროდა, დახმარებას ითხოვდა..

- გთხოვ ღმერთო, თუ არსებობ, გთხოვ, დამეხმარე, გთხოვ..

ნეტავ ამის სიტყვებით გადმოცემა შემეძლოს, ნეტა შემეძლოს ზუსტად ავღწერო ის თუ როგორ განიცდიდა გუკი, როგორ ტიროდა, როგორ ყვიროდა, როგორ იხუტებდა ნანოს გულში..

სიყვარულზე ძლიერი გრძნობა არსებობს ამ სამყაროში?
რთულია ცხოვრება, ერთ მომენტში ყველაფერი კარგად არის, მეტიც, ყველაფერი ფანტასტიურად არის, შემდეგ კი ყველაფერი ქრება.. თითქოს ლამაზ ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვება და მშვენიერებას გააქრობს.. თუმცა, მასშიც ჰომ არის რაღაც ლამაზი? როცა ღრუბლიან ცას უყურებ, ის მოგწონს და რაღაც ლამაზს ხედავ მასში.. ასე არის სევდაც, ყველაფერშია რაღაც კარგი და რაღაც ცუდი.. სევდის გარეშე ადამიანი არაფერია.. როცა გრძნობ რომ კარგავ, როცა გრძნობ რომ ის შენთან აღარ არის და იაზრებ რომ შეიძლება აღარც იყოს, უფრო გიყვარდება, უფრო ძლიერად გიყვარდება, გინდა შენს მკლავებში მოიქციო, იქიდან ჰომ მაინც ვეღარავინ გამოგტაცებს..
თუმცა ვერ შეძლო.. ეს ვერ შეძლო ჯონგუკმა.. ვერ დაიცვა ნანო.. მისი ადამიანი, მისი სიყვარული, ის ვისაც არასდროს არაფერი უნდა დამართნოდა.., ვერ დაიცვა..
თუ მას რამე დაემართება, გუკსაც დაემართება, თუ ის მოკვდება, გუკიც მოკვდება, თუ ის კარგად იქნება, გუკიც კარგად იქნება! ეს არის სიყვარული! ყველგან და ყოველთვის ერთად... სამუდამოდ!

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now