5

810 72 8
                                    

- არაუშავს გუკ, შენ ყველაფერი სწორად გააკეთე ის ამას იმსახურებდა. ამის გამო თავს ნუ შეიზიზღებ და ნუ ჩათვლი რომ საშიში ხარ, შენ ძალიან საყვარელი და კარგი გულის მქონე ადამიანი ხარ, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს. ამის თქმის ნუ გეშინია, ვინც გიყვარს ის ამის გამოც კი არ მიგატოვებს.. *მეუბნებოდა და თან ხელს არ მიშვებდა, უფრო და უფრო მიჭერდა*

ანუ მას ვუყვარვარ?!
შეგეცი ჯეონ ჯონგუკ!
შენს ცხოვრებას შევეცი,
შენს ბედს და შენს სამსახურს შევეცი!
ახლა უკვე რა ჯანდაბა ვქნა მართლა არ ვიცი! გრძნობები რომელიც გავთიშე ჩემს თავში, და გულის კარი სამუდამოდ დავკეტე ყველასთვის, ამ გოგომ გააღო და ახლა უკვე ვხვდები როგორც დამენძრა..

- აღარ იფიქრო იმაზე, რომ ცუდი ხარ.. მე შენს გვერდით ვარ.
- ნანო.. ასე თბილად რატომ მექცევი?

ნანომ ხელები გამიშვა, უკან დაიხია და ლოგინზე დაჯდა. 

- იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ და მე ამას ვხედავ. შენ რატო მექცევი ასე თბილად? მე ჰომ გიჟი ვარ..
- გიჟი არ ხარ ნანო.. უბრალოდ პრობლემა გაქვს ფსიქოლოგიური, რისი მოგვარებაც შესაძლებელია..
- ჰო მაგრამ მაგაზე არავინ ფიქრობს.. ნუ რაც არ უნდა იყოს დავიკიდოთ.

მეც მივუჯექი გვერდით..
უბრალოდ ჩუმად ვისხედით მაგრამ ნანომ სიჩუმე დაარღვია და ლაპარაკი დაიწყო..

- ხვალ ჩემი დაბადების დღეა... ჯუნგუკ.. შეგიძლია.. რაღაც შემისრულო? *უსაყვარლესი თვალებით გამომხედა*

ცუდად ვარ.. ღმერთო დამეხმარე რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო.. გთხოვ..

- შეგიძლია.. ტორტი მიყიდო?

ისე მთხოვა ეს კინაღამ ცრემლები წამომივიდა...

- . კ..ი კი, ვიყიდი
- მადლობაა..

გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა.. გაშეშებული ვიჯექი დამორცხვილად, ბავშვივით..

-  ჩემთვის ტორტი არასდროს უყიდიათ.. არა ვცდები ერთხელ მიყიდა მამაჩემმა, მაგრამ დედინაცვალმა ამ ავადმყოფს ჩემს სახლში დაბადების დღის აღნიშვნის უფელაბას არ მივცემო და ტორტი ნაგავში მოისროლა.. ჩაქრობაც კი ვერ შევძელი.. მე.. ხვალ მინდა შენთან ერთად ჩავაქრო.. შეიძლება..?

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now