27

613 54 66
                                    

ნანოს პოვ:

- გუკ, წამოდი თბილისს დაგათვალიერებინებ..
- სიამოვნებით, საყვარელო..

მთაწმინდის პარკში გავისეირნეთ, ატრაქციონებზე ვიყავით, ეშმაკის ბორბალზეც, რაზეც მივხვდი რომ ჯონგუკს შეეშინდა.. ისე დავცინოდი, ისეთი საყვარელი იყო.. ბამბის ნაყინები ვჭამეთ, მერე მთელი რუსთაველი მოვატარე, და მოკლედ სადაც წასვლა შეიძლებოდა ყველგან ვიყავით..

- გუუკ, წამოდი იქ რესტორანში დავჯდეთ..

რესტორანში დავჯექით, აჭარული ხაჭაპური და მწვადი შევუკვეთეთ.. ისე მშიოდა და ისე მენატრებოდა ქართული სამზარეულო, ვეღარ ვითმენდი.. საბოლოოდ კერძები მოიტანეს და ჭამას შევუდექით.. გუკმა ვერ გაიგო აჭარული როგორ ეჭამა, ამიტომ მასთან გადავჯექი და დახმარება ვცადე, მაგრამ როგორც ყოველთვის ამ გარყვნილმა, დრო იხელთა და ტუჩებში მაკოცა.. ისე შემრცხვა, ყველა ჩვენ გვიყურებდა..

- გუკ რას აკეთებ!

მაშინვე ჩემს სკამს დავუბრუნდი..

- რა არის, ჩემს ცოლს ვკოცნი.
- ეს კორეა ჰომ არ გგონია, აქ ყველაფერი უკვირთ..
- ოო, კარგი რა, ცოლ-ქმარის კოცნა რატომ უნდა გიკვირდეს.
- არ ვიცი..

თვალები ავატრიალე.

- კარგი, მომისმინე პატარავ, ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს?
- კი.. აჰაჰა რომ გკითხე ჩემს მოსაკლავად მოხვედითქოო..
- იდეაში სწორადაც მიხვდი..
- წარმოგიდგენიაა.. დარწმუნებული ვარ, ასეთი ისტორია არცერთ წყვილს არ აქვს..
- მეც მასე ვფიქრობ.

ორივე ვიცინოდით.

- წარმოიდგინე, ჩემს მოსაკლავად, სხვა ქილერი რომ გამოეგზავნა ჯონგინს.
- აჰ რეებს ლაპარაკობ!
- ან ჯუნ ჰის იმ დღეს რომ მოვეკალი.. ისე ერთის მხრივ, იუნგის დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ.
- რატომ?

წარბები ასწია.

- იუნგი რომ არა, ჯუნ ჰის არ შეეშინდებოდა და არ გამოგატანდათ ჩემს თავს..
- კარგი რა, მართლა მასე გგონია? რამეს მაინც მოვიფიქრებდი, და საერთოდ იუნგი კი არა, ჩემი დამსახურებაა, მე მოვიფიქრე მაგდენი!

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now