- მანდ მტკივა...
როცა ყელზე დალურჯებებს შევეხე, ძალიან ეტკინა და ცრემლები წამოუვიდა..
- კარგი ბოდიში.. ნაზად ვიზამ... ნუ ტირი, წამალი გშორდება..
მან იმ წამსვე ცრემლები მოიწმინდა..
- მაპატიე..
- არაუშავს.. კიდევ სად გტკივა?
- არსად..
- რას ნიშნავს არსად?! მთელ სხეულზე გირტყამდა.. თქვი!
- არ მინდა, მადლობა..
- თქვითქო!ბოლო ხმაზე ვიღრიალე...
აშკარად არ მოელოდა და შეეშინდა.. ნაწყენმა შემომხედა..
მუჭი შეკრული ჰქონდა, გახსნა და მანახა ჭრილობა.. სისხლი მოსდიოდა..- ჯანდაბა.. როგორ გაიჭერი.. აქამდე ამდენ სისხლს როგორ მალავდი..
- არ მინდოდა დამეღალე, ისედაც ამდენი გააკეთე ჩემთვის..
- მაღიზიანებ.. მოდი შეგიხვევ..სპირტს ვასხამდი როცა ხელი აეწვა, წამოიწია და მეორე ხელი ჩემს ხელს ჩაავლო.. სანამ არ დავამთავრე, ბოლომდე, ჩემი ხელი ეჭირა და მაგრად უჭერდა..
- აჰა ესეც ასე, შეხვეულია.. ხვალ კიდევ დაგჭირდება.. მე მივხედავ.. ახლა კი დაწექი და დაიძინე..
- ხვალაც მოხვალ?
- კი მოვალ.. მე ჰომ აქ ვმუშაობ..
- და ანუ დღეს მიდიხარ...
- არ წავიდე?
- ეგრე შეიძლება..? *საწყალი თვალებით შემომხედა*
- ჩემთან გინდა?
- კი..ჩამეცინა და მასთან ახლოს მივედი..
- ღამე უნდა ჩამეხუტო?
მისკენ დავიწიე და თვალებში ჩავხედე..
- შ..ეი..ძლება?
ამაზე ისტერიული სიცილი ამიტყდა.. მიხვდა რომ დავცინოდი.. სულ გაწითლდა სახეზე..
- სულელი ხარ!
- მე სულელი არა გიჟი ვარ! შენც გეშინია და არ გინდა რომ აქ დარჩე..
- და შენ რატომ გინდა რომ დავრჩე?
- მეშინია..
- რისი?
- ...
- შენი ძმის?
- ..კი
- და ჩემთან რატომ გინდა?
- შენთან თავს დაცულად ვგრძნობ..
- მაგრამ ჯერ სულ რაღაც ერთი დღეა მიცნობ.. თან მკვლელი გეგონე.. რა შეიცვალა?
- არ გენდობი მაგრამ.. კარგ ადამიანს გავხარ..
- ცდები.. ახლა კი წავედი, კარგად, ძილინებისა...
- კარგად..
YOU ARE READING
მხოლოდ ჩემი..
Fanfictionის შემთხვევით გავიცანი.. მე ის უნდა მომეკლა.. მაგრამ.. შემიყვარდა.. ჩემი გახდა.. მხოლოდ ჩემი..