6

840 62 3
                                    

- ჯონგუკ!

ოთახში ექიმი შემოვიდა..

- ამათ შეხედეთ როგორ სძინავთ! ამ ბიჭს თავში ტვინი არ აქვს, ჯონგუუუკ!
- რა ხდება?!

გაბრაზებული სახით გაიღვიძა გუკმა..

- შენ ათენებდი თუ მასთან ერთად გეძინა??
- მხოლოდ რამდენიმე საათია მძინავს..
- წადი ახლა სახლში და მოდი ხვალ.
- მოიცადეთ უნდა წავიდე?
- აბა არ უნდა წახვიდე?

იღრიალა ექიმმა რაზეც გუკი საწოლიდან წამოხტა, კაცს ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა.

- ჩუმად! ვერ ხედავთ რომ სძინავს! ჰო და რაც შეეხება დღევანდელ დღეს.. ნანოს დაბადების დღეა და ტორტს ვუყიდი მერე კი წავალ..
- ღმერთო მგონი ამ გოგომ გაგაგიჟა. კაი მიდი, ეხლავე წადი და მალე მოდი რომ მალე წახვიდე!
- კარგით.

***
- ჯონგუკ სად იყავი?

ანერვიულებული ნანო, გუკს შეხვდა კარებში..

- რაც მთხოვე იმის შესასრულებლად წავედი.

ნანო ვერ მიხვდა რას გულისხმობდა.
გუკმა უეცრად ზურგს უკან დამალული, დიდი ყუთი გამოაჩინა და მაგიდაზე დადო.

- დღეს ჰომ შენი დაბადების დღეა ნანო.. მარწყვის ტორტი მოგიტანე..
- მართლა მომიტანე?

ჰკითხა უსაყვარლესი სახით ნანომ..

- აბა შეგპირდი და არ მოგიტანდი? ახლა მოდი ჩავაქროთ.. შენი გაყვანა მინდოდა სადმე კარგ ადგილას, მაგრამ არ მომცეს უფლება..
- ..ეს.. ისედაც იმდენია ჩემთვის.. პირიქით მადლობა რომ ჩემთვის ამდენს აკეთებ..

ნანოს პოვ:
ტორტი ყუთიდან ამოიღო.. ისეთი ლამაზი იყოო... სანთელი ტორტში ჩაარჭო და ცეცხლი მოუკიდა.. ტორტი აიღო და ჩემსკენ შემოტრიალდა.. ისეთი საყვარელი იყო ამ დროს უბრალოდ ვუყურებდი და მეღიმებოდა.. ტორტის არსებობა სულ დამავიწყდა...

- ნანოო.. გამოფხიზლდი.. *ეშმაკურად ჩაიცინა* სურვილი ჩაიფიქრე..
- ერთი სანთელი შენ ჩააქრე მეორეს მე ჩავაქრობ, კარგი?
- კარგი..

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now