16

579 49 7
                                    

ჯინი, ჯონგუკის ოთახში შევიდა და მის მოწყენილ სახეს დააკვირდა.

- ბიჭო გაიღიმე, რა გჭირს რა მოღუშული სახე გაქვს.. ქორწილი გაქვს დღეს, ქორწილი!
- ნანოს არ უნდა..

თავი ჩაღუნა და უფრო მოიწყინა.

- ღმერთო რა ბავშვივით იქცევი.. რას ნიშნავს არ უნდა?
- ჰო ასე უბრალოდ არ უნდა.
- ამას აძალებ?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- ანუ აძალებ თუ არა?
- იცი... ერთმანეთს ვაკოცეთ, დავახლოვდით, რაღაცეებში გავერკვიეთ.. ამიტომ გადავწყვიტე ტყუილად აქეთ იქით სიარულს და შეყვარებულობაში დროის ხარჯვას, ცოლად მოვიყვანთქო.. ის ჩემია, ამიტომ აღარ ვაპირებდი დიდხანს ლოდინს.. მაგრამ იძახის ასე უცბად ვერც მე შეგიყვარებდი და ვერც შენო..
- ისე მართლას ამბობს, ხვდები ჰო გუკ?
- მე ის მიყვარს! გგონია ვიტყუები?
- არა ძმაო არ მგონია, მაგრამ ცოტა ჰომ არ ჩქარობ?
- არა მას ვერ ვაკადრებ რომ ერთად ვიცხოვროთ მაგრამ სახელი არ ერქვას ამ ყველაფერს, გადაწყვეტილია, ის ჩემი ცოლი ხდება დღეს და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის!
- ეგეც მართალია.. ჰოდა ნუ ხარ მოღუშული, პასუხისმგებლიანი და ჩამოყალიბებული საქციელია, მიხარია რომ ასე გადაწყვიტე!

***
ნანოს პოვ:
ახლა, ზუსტად ამ წამს, სარკეში ვიხედები და თან ვერ ვიაზრებ რომ ეს რეალურად ხდება.. თეთრი საქორწილო კაბა მაცვია, არ მჯერა,.. თუ არ მინდა რომ დავიჯერო.. ჩემს ტანზე საგიჟეთის ფორმის გარდა სხვა არაფერი მახსენდება და იმაზე ვფიქრდები რომ ჯონგუკის ღირსი არ ვარ, ის უფრო მეტს იმსახურებს, ის იმსახურებს იმას ვის გვერდითაც თავს იგრძნობს ნამდვილ კაცად, ვისაც ჯანმრთელი და ლამაზი ცოლი ეყოლება.. ვიცი რომ ამის გამო ძალიან მეჩხუბება, მაგრამ ჩემი აზრით სიმართლეა ეს..
მასთან მისვლა მინდა და იმის თქმა რომ უბრალოდ გამიშვას და უკეთესი იპოვოს..

- ინა.. უნდა წავიდე.. ეს.. ეს მე არ მეკუთვნის.. ეს მართლაც ბევრია ჩემთვის.. გუკი.. გუკთან მინდა, მას უნდა ვუთხრა თუ რამდენად გამოუყენებელი და უვარგისი ვიქნები მისთვის... არც ლამაზი ვარ და არც კარგი ცხოვრება და წარსული მაქვს, მე უბრალოდ ზედმეტი ტვირთი ვარ..

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now