23

641 52 15
                                    

მინას პოვ:
თაემ უეცრად მანქანა დაატორმუზა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.. რა სჭირდა, არ მითხრა.

- თეჰიონ გონს მოდი, რა გჭირს!?

უეცრად მანქანიდან გადავიდა, ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო..
მასთან მივვარდი და ჩავეხუტე..

- კარგად ხარ?

ცრემლები მოვწმინდე და საყვარლად შემომხედა.

- მე..

რაღაცის თქმას აპირებდა, როცა არსაიდან ჯინი გამოჩნდა...
იმედია არასწორად არ გაიგებს..
ხელი მომკიდა და მასთან ახლოს მიმიზიდა.

- აქ რას აკეთებთ? რა ხდება საერთოდ? თეჰიონ, რა გჭირს?
- ჰიონ.. მე.. ჰო..სოკი დავინახე..
- რაა?!

ჯინმა გაოცებული სახე მიიღო და თვალები აუცრემლიანდა..
ვინ არის ჰოსოკი? ის დაკარგული მეგობარი, ჯინი რომ მიყვებოდა, ადრე?

- თეჰიონ.. ამაზე ხუმრობა არ შეიძლება.. დარწმუნებული ხარ?
- კ..ი ძმაო, არ გჯ..ერა? მე ის მართლა დავინახე, ვფიცავ!
- როგორ მდგომარეობაში იყო? რას აკეთებდა?

ჯინი ძლივს აბამდა სიტყვებს თავს..

- შავი, დახეული, ტანსაცმელები ეცვა.. საშინლად გამოიყურებოდა.. გაადასასვლელზე გადადიოდა, არა არ გადადიოდა, გადარბოდა!
- ჯანდაბა! რაღაცაშია საქმე.. რაღაც უჭირს, ვიღაცას გაურბოდა... ეს ბიჭებს ვუთხრათ და მოძებნა დავიწყოთ!

მე შემომიტრიალდა და მკაცრად შემომხედა.

- მე და შენ მერე ვილაპარაკებთ, მინა!

***
ნანოს პოვ:
საწოლში ვიწექი და გუკს ველოდებოდი..
ისე დაალაგა თეთრეული, ოთახი, საჭმლის კეთებაც იცის, თან გემრიელის.. საშინლად იქცევა, მაგრამ ყველანაირად იდეალურია :)))
ოთახში შემოვიდა და ლანგარზე ლამაზად, დალაგებული საუზმეც ამომიტანა..

- აი ჭამე, იცი რა გემრიელია?
- კი ვიცი..
- ასე ნუ ხარ პატარავ..
- აბა როგორ გინდა რომ ვიყო?

გამომწვევად ვკითხე..
ყელზე ხელი მომკიდა, მისკენ მიმიზიდა და უხეშად მაკოცა ტუჩებში..
კოცნაში ავყევი.. რაღაცნაირად გავთამამდი და კოცნა გავაღრმავე.. არ ვიცი რა დამემართა.. კისერზე ხელი მოვკიდე და კალთაში ჩავუჯექი..

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now