24

658 53 26
                                    

ნამჯუნის პოვ:
მასთან მივვარდით.. გულწასული ეგდო ჩვენი ძმა, რომელიც ამდენი ხანი, თვალით არ გვყავდა ნანახი და ისიც არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი.. საავადმყოფოში წავიყვანეთ, ისეთ მდგომარეობაში იყო, გონზე ვერ მოდიოდა..
გული საშინლად მიცემდა.. ყველა მკვდრებივით ვიყავით, თან გვიხაროდა, თან ვნერვიულობდით, თან გული გვტკიოდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვის გამო.. მონატრებისგან გაგიჟებულებს, ისე გვინდოდა მასთან ჩახუტება.. ისე ვადანაშაულებთ თავებს, მისი დაკარგვის და უყურადღებობის გამო... მაგრამ.. ყველაფრის მიუხედავად, ისევ შვიდნი ვართ! ისევ გვიყვარს ერთმანეთი და ისევ შეგვიძლია ერთად ვიყოთ!
საბოლოოდ მის სანახავად პალატაში შევედით.. ჩვენი იმედის, ჩვენი მზის, ჩვენი სინათლის, ჩვენი ყველაფრის სანახავად შევედით, მისი ნათელი ღიმილის სანახავად, ისევ რომ ცხოვრების გაგრძელების სურვილი და იმედი მოგვცეს..

- ძმაო..

მასთან ჯიმინი მივიდა და მაგრად ჩაეხუტა..

- აჰ ძმაოო..

გაეცინა ჰოსოკს..

- მეტკინა!
- იცი როგორ გვენატრებოდი, ძმაო..

ტიროდა ჯიმინი.. ვერც ერთი ვეღარ ვიკავებდით, ცუდად ვგრძნობდით თავს.. იუნგი და ჯონგუკი აივანზე გავიდნენ, ჰაერი ისე დამძიმდა ოთახში.. თეჰიონიც მასთან მივიდა, მეორე მხრიდან, და ჩაეხუტა..

- მიყვარხარ ჰიონ..
- მეც მიყვარხარ თაე..

მე და ჯინი კი ერთად ვიდექით და მათ ვუყურებდით..

- თქვენ რატომ დგახართ მოდით.. იუნგი ქუქი შემოდით!

ყველას ერთად ჩაგვეხუტა და ტირილი დაიწყო..

- მიყვარხართ.. ექვსივე, ჩემს სიცოცხლეზე მეტად..
- ჩვენც გვიყვარხარ! ძლივს ისევ შვიდივე ერთად!

გავუღიმე ჩვენს ჰოუპს!

- ყველა ისე მომენატრეთ!
- მოგვიყევი რა გადაგხდა თავს!

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now