11

712 54 9
                                    

- ჯონგუკ!
- ვაააა ჯიმიიინ! მომენატრე ძმაოოო!!!!
- მეცც!!

ჯიმინი გუკს გადაეხვია..

- როდის ჩამოხვედი?
- ახლახანს ჩამოვედით..

გოგოს ხმა გაისმა, რომლის მოსმენაც ჯონგუკს ძალიან გაუკვირდა..

- ღმერთო ჯია! შენც აქ ხარ?
- რა თქმა უნდა ის ჩემი ცოლია..

ჯიმინმა ხელი ჯიას წელზე მოხვია და მისკენ მიიზიდა.

- ანუ საბოლოოდ ჩამოხვედით?
- დიახ ამიერიდან სულ აქ ვიქნებით!
- როგორც იქნა!

გუკი მათ კიდევ ერთხელ გადაეხვია..

- წამოდით მისაღებში დავსხდეთ..

- ის გოგო სად არის?
- ჯანდაბა, ნამჯუნმა ყველას უამბო ჰომ?
- კარგი რა გუკ, რატო გვიმალავ,ჩვენ ჰომ შენი ბედნიერება გვინდა..
- გუკ არ გამაცნობ?
- კი ჯია გაგაცნობ.. მაგრამ იცი.. მას პიროვნების გაორება აქვს, ალბათ ჯიმინმა მოგიყვა, მისი მოკვლა სცადეს საავადმყოფოში, მისი მეორე პიროვნება კი მკვლელზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.. ახლა ცუდად არის და ოთახშია..
- ანუ ფსიქოლოგიურად დახმარება სჭირდება, ჰომ?
- კი ეგრე გამოდის..
- მასთან ავალ და დაველაპარაკები..
- მიდი ჯია.. იქნებ შენი სიტყვები დაეხმაროს..

ჯიას პოვ:
მაღლა ავედი, მისი ოთახი მოვძებნე, კარზე დავაკაკუნე და გოგოს საუცხოო ხმა მომესმა..

- მობრძანდით...

ოთახში ფრთხილად შევედი, ნანოს გვუღიმე და მის წინ ლოგინზე, დავჯექი..

- გამარჯობა.. მე ჯია ვარ..
- მე ნანო.. სასიამოვნოა შენი გაცნობა..

მთელი გულით გამიღიმა.. ძალაინ მომწონს ეს გოგო, მის თვალებში სიკეთე და სითბო იკითხება...

- ასევე.. ნანო, იცი მე ჯონგუკის მეგობარი ვარ, და ასევე ჯიმინის, მისი ძმაკაცის ცოლი, შეგიძლია ჩემთან ისე იყო როგორც საკუთარ დასთან. ვიცი ძნელია ორი წუთის გაცნობილ ადამიანთან თავის ასე გრძნობა, მაგრამ მერწმუნე, შენს ნდობას აუცილებლად მოვიპოვებ!
- დიახ, რა თქმა უნდა..
- იცი მე შენთან შედარებით ბევრად უფროსი ვარ.. ჯონგუკი შენზე 8 წლით უფროსია, მე კი შენზე 13 წლით უფროსი ვარ..
- ღმერთო.. 34 წლის ხართ?
- კი.. და თქვენობით ნუ მომმართავ გთხოვ..
- კარგი..
- ამით იმის თქმა მინდა რომ შენს უფროს დად, დედად, მეგობრად, ყველაფრად შეგიძლია მიმიღო, გამიგო, გაგიგო და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ ერთად..
- რა თქმა უნდა..
- მოკლედ ნანო გავიგე შენი ამბავი.. და ისიც როგორც განიცდი ამ ყველაფერს.. მინდა გითხრა რომ მე წარსულში, დაახლოებით შენი ასაკიდან, ჯონგუკის ასაკამდე, მაფიოზი ვიყავი და დღეში ისეთს, როგორიც დღეს შენმა მეორე პიროვნებამ მოკლა, 3-4 ს მაინც ვკლავდი, უფრო მეტს თუ არა.

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now