17

622 48 10
                                    

- კარგად ხარ?

გუკი შემოვიდა და გვერდზე მომიჯდა.

- კი..
- არა ანერვიულებული ხარ.. კარგად იქნები დამშვიდდი.. ეს ვინც გააკეთა მწარედ ვანანებ.. მოდი ახლა ჩამეხუტე..

მისკენ მიმიზიდა და მის მკერდზე თავი მიმადებინა..

- კარგად ვარ მართლა.. უბრალოდ შემეშინდა მეტი არაფერი.. ეს ვინ გააკეთა? ჰომ არ იცი? ისევ ჩემი ძმა თუ ამ ჯერად შენი მტრები?
- არ ვიცი ნანო, გავარკვევ. ახლა კი ეს დალიე.

წამალი მომცა ალბათ დამამშვიდებელი იყო.. დავლიე და სულ იმ წამს გამახსენდა, რომ ახლა ჩვენი პირველი ღამე უნდა ყოფილიყო, ძალიან დავიბენი და გადავწყვიტე თავი მისთვის ამერიდებინა. არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შესვლა გადავწყვიტე.

- სად მიდიხარ?
- -უნდა.. დავ..იბანო..

ფეხზე ადგა და მომიახლოვდა.

- და ამ კაბის გახდას აბაზანაში აპირებ?

წელზე თითები ნაზად ამისვა და შემატრიალა. კაბის გახსნა დაიწყო, რა დროსაც სუნთქვა აღარ მეყო და მისკენ შევტრიალდი.

- გუკ, არ მინდა, გთხოვ ეს დღეს არა, არ ვარ ამზად..
- არ გატკენ გპირდები..

ხელი ჩემი ყელისკენ წაიღო. მისკენ მიმიზიდა და ნაზად მაკოცა..

- გუკ არ მინდათქო არ გესმის? ამაზრზენივით იქცევი! არ მიყვარხართქო და თავს ნუ შემაძულებ მაინც! ან გგონია იმას დავიჯერებ, რომ შენ გიყვარვარ? მატყუარა ხარ, ალბათ რაღაცაში გჭირდები ისე არ მომიყვანდი ცოლად!
- ანუ შენთვის უანგაროდ ჯერ არაფერი გამიკეთებია?

უკან დაიხია და გაბრაზებული არა, უფრო იმედგარცუებული სახით შემომხედა..

- გუკ.. გუკ, ეს მართლა არ მიგულისხმია, გეფიცები რომ არ დაგეძალებინა ამიტომ შენთვის წყენინება მინდოდა, გეფიცები მასე არ ვფიქრობ, და ვიცი რომ გიყვარვარ!
- ძალით გაკეთება? გეგონა ამას დაგაძალებდი? ნანო მართლა არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და ამან უკვე ძალიან შემაწუხა! თუ ჩემზე და ჩემს შეხებაზე გული გერევა, არც ვაპირებ ეს გაგაკეთებინო! ვცდილობ ყველაზე განსხვავებულად მოგეპყრო, ვცდილობ ჩემი შინაგანი სიუხეშე და ნამდვილი სახე არ განახო და არ შეგაშინო, მაგრამ ისე იქცევი სხვა გზას არ მიტოვებ!
- გუუკ..

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now