4

821 69 0
                                    

ნანოს პოვ:
უკვე კარგახანი გავიდა და ჯონგუკი არ გამოჩენილა... მის ლოდინში ჩამეძინა კიდეც.. მაგრამ შემდეგ კარების მიჯახუნების ხმა გავიგე რაზეც წამოვხტი სიხარულისგან.

- ჯონგუკ მოხვედი?

გუკმა ხმა არ გამცა პარკები მოიტანა ტუმბოზე დადო და საჭირო ოთახში შევიდა. გამოვიდა მაგრამ ისევ მაიგნორებდა.. უკვე ვნერვიულობ რამე ჰომ არ შეემთხვა?..

- ჯონ..
- მე კაფეტერიაში ჩავალ და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
- კი მაგრამ..

ჯონგუკმა არც კი მომისმინა და ოთახიდან გავიდა..
რა სჭირს?
მადაც აღარ მაქვს.. არ მინდა ამის ჭამა.. დავწექი და ფიქრში ჩამეძინა..

***
- ოჰ გუკ.. მოხვედი?
- ასე ნუ მეძახი.
- რა ხდება? როდიდან მომმართავ შენობით?
- რამე პრობლემაა?!

შეუღრინა გაღიზიანებულმა ჯონგუკმა, ექიმს.

- არაფერი რა იყო, შარზე ხარ?
- არ ვარ ხასიათზე დღეს.
- რატომ?
- მაინც და მაინც რამე მიზეზი უნდა იყოს?!
- ნუ იღრინები ძაღლივით.. დღეს ისაუზმე?
- არა.
- ჰოდა მოდი ერთად ვჭამოთ.
- არ მინდა მადლობა.
- არც საუბარი გინდა?
- არა.
- ოჰ ნამდვილად რთული ხასიათი გაქვს ჩემო ჯონგუკ! შეყვარებული გყავს?
- ეს რა კითხვებია!
- გყავს თუ არა?

გუკმა მძიმედ ამოიოხრა და სკამს გადააწვა.

- ერთი გოგო არსებობს ჩემს ცხოვრებაში.. მეგობარზე მეტია მაგრამ შეყვარებულიც არაა.
- მასთან წევხარ?
- კი.
- მაშინ ეს ალბათ შენი ერთი რიგითი, ურთიერთობა აღმოჩნდება.
- შესაძლოა.
- არსებობს ვინმე ვინც მართლა მოგწონს?
- არა.
- ანუ აღიარებ რომ ეგ გოგო არ მოგწონს.

გაეცინა ექიმს.

- ბატონო ვუ, თქვენ აქ ჩემს გამოტეხვას ცდილობთ?
- არა უბრალოდ გელაპარაკები სამსახურის გარდა სხვა საქმეზეც.

ამ დროს ოთახში ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, ისიც ექთანი იყო. მივიდა და მათ დაუჯდა გვერდით.

მხოლოდ ჩემი..Where stories live. Discover now