13

642 48 12
                                    

- ჯანდაბა!!!!

დაიღრიალა იუნგიმ ბოლო ხმაზე..
ჯუნ ჰი მასთან მივარდა ამბის გასაგებად. იუნგისთან მივიდა მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო, ვერაფერი ჰკითხა, ამ დროს გვერდით პატარა სასაჩუქრე ყუთი დაინახა.

- ეს რა ყუთია?

შიგნით ჩაიხედა და სანახაობაზე კინაღამ გული წაუვიდა.

- ეს რა ჯანდაბააა!
- ჯონგუკმა გამოაგზავნა.
- ფუ! ეს ვისი გულია?

იუნგი მაგიდაზე იყო დაყრდნობილი, წამოიწია, ჯუნ ჰისკენ გაბრაზებული დაიძრა და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.

- ახლა ამის დროა ჯუნ ჰი? შემდეგი ხვდები რა შეიძლება მოხდეს?
- რ..ა?

გოგომ შეშინებული ხმით ჰკითხა.

- შეიძლება შენ დაგიშავოს რამე!
- ჰა!
- ჰო ჯუნ ჰი! ახლა რა უნდა ვქნათ!
- ეს რატომ მოხდა? ჰომ დაგვანება თავი?

იუნგი დამწუხრებული დივანზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

- ეს იცი.. ჩემი დაუფიქრებლობის ბრალია..

ჯუნ ჰის თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.

- შენ.. იუნგი შენ.. დაუფიქრებლად მოიქეცი?
- კი.. თან საკმაოდ დაუფიქრებლად და იცი რატომ?

ჯუნ ჰისთან მივიდა, მისი ყბები ხელებში მოიქცია და სახე თავისთან ახლოს მოაწევინა.

-  მასზე გამწარებული ვარ რადგან ჩემს კანონიერ ცოლს ყოველ ღამე ტყნავდა, ის ნაძირალა! რომანი გქონდათ, მანამდე კი ჩემს ზურგს უკან მოქმედებდით! შენს გამო ჯუნ ჰი, მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო, რამდენ შეცდომას ვუშვებ ცხოვრებაში! რამდენ შეცდომას! ღმერთმა დასწყევლოს..

ხელი უხეშად გაუშვა ჯუნ ჰის, ვისკის ჭიქას ხელი მოკიდა და მთლიანად გადაკრა.

- შენს გამო მერამდენედ დავმარცხდი, მერამდენედ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას და სიამაყეს!

ჯუნ ჰი ცრემლებს ვერ იკავებდა და ერთიანად წასკდა.. უეცრად, სიმწრით დასცდა..

მხოლოდ ჩემი..Donde viven las historias. Descúbrelo ahora