,, please get the fuck out of my head"
სემესტრის პირველი დღე დედანატირებად დაიწყო. ასევე დედანატირებად გასული 11 წლის შემდეგ, ჯონგუკი მეთორმეტე კლასში გადავიდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
მისი მშობლები დაშორდნენ. დაშორების მიზეზი კი არის ის, რომ ისინი უბრალოდ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. დიახ, სწორად წაიკითხეთ. ყველას მობეზრდა ყოველ საღამოს მათი ჩხუბი, კამათი, ფეხსაცმელების და ნივთების სროლა. ეს ყველაფერი ყველას ნერვებს აზიანებდა, განსაკუთრებით ჯონგუკისას.
ბატონმა ჯეონმა სხვა ქალაქში სახლი იყიდა, სადაც ის და ჯონგუკი გადავიდნენ საცხოვრებლად. სახლი თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს. ბატონი ჯეონი ბიზნესმენი იყო, ამიტომ არ გაუჭირდა სწრაფად და მარტივად კარგი სახლის შოვნა.
ჯონგუკს მისი დედამოტყნული ხასიათის გამო უჭირდა ახალი მეგობრების შეძენა. თუმცა მან მაინც გაიცნო მსგავსი (დედამოტყნული ხასიათის მქონე) ტიპი, რომელსაც იუნგი ერქვა. ჰო, რას ვგულისხმობ დედამოტყნულ ხასიათში, ცუდად არ გამიგოთ....
მისი სამეგობრო წრე, მხოლოდ ერთი ადამისგან შედგებოდა. ჯონგუკი და იუნგი ინტროვერტები იყვნენ. მათ არ უყვარდათ ხალხმრავლობაში გასვლა და დიდხანს ყოფნა. ორივეს უჭირდა მათთვის ,,მისაღები" ადამიანის პოვნა. ალბათ იმიტომ, რომ მაღალი სტანდარტები ჰქონდათ.
სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, ჯონგუკს ერთი განსაკუთრებული და არაორდინალური ჩვევაც ჰქონდა. მორალურად და ფიზიკურად, ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. ოთახი მუდამ წესრიგში ჰქონდა. ვერ იტანდა ოდნავ უსწორმასწორო და უპროპორციო ნივთის ადგილმდებარეობასაც. ჩაციკლული იყო ამ ყველაფერზე. მამამისიც მალევე მიეჩვია მას და უფლება მისცა გაეკეთებინა ის, რაც მას უნდოდა.
ჯონგუკის დედა მხატვარი გახლავთ. როცა ის მასზე ორსულად იყო, დახატა პეიზაჟი, რომელსაც დღესდღეისობით ჯონგუკი თავის ოთახში, საწოლის თავზე ინახავდა. ძალიან უყვარდა ეს ხელოვნების ნიმუში. ზოგჯერ დაჯდებოდა და ამ ნახატს დაჟინებით უცქერდა, თითქოს ვან გოგის ,,ვარსკვლავებიანი ღამე" ყოფილიყო.