,,Keep your heart warm"
- ჯიმინზე რამე ახალი ისმის?- უეცრად იკითხა ჯონგუკმა.
- არაფერი, უფრო სწორად, მე არაფერი ვიცი.
- შენი აზრით რა იყო მკვლელობის მოტივი?
- არ ვიცი, ასეთ საქმეებში არაფერი გამეგება. პირველ რიგში მანიაკალური მიდრეკილებები უნდა გამოვრიცხოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამოვრიცხოთ აფექტის მდგომარეობაში მკვლელობის ჩადენაც. საქმე გვაქვს წინასწარ განზრახულ, ცივსისხლიან მკვლელობასთან. მაშ, რა უნდა იყოს ასეთი საზარელი მკვლელობის ჩადენის მოტივი? - თავის თავს კითხვა დაუსვა თეჰიონმა. - პირველ რიგში სარგებელი. ვინ ნახავს პირდაპირ თუ ირიბად ჯიმინის მოკვლით სარგებელს? შეიძლება მოტივი ეჭვიანობაც იყოს, რას გაიგებ. ბოლო მოტივია შიში. იქნებ ჯიმინმა შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო შეიტყო? იქნებ მან ისეთი რამ იცოდა, რასაც სხვისთვის ცხოვრების დანგრევა შეეძლო? თუ ასეა, მაშინ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მან ამის შესახებ არც იცოდა, ის ხომ ისეთი უდანაშაულო და გულუბრყვილო იყო.
- და შენ ამბობ, რომ ამ საქმეში არაფერი გაგეგება? - გაოცებული, დაბნეული სახით უყურებდა ჯონგუკი.
- ჰო, უბრალოდ 80-მდე დეტექტივი მაქვს წაკითხული და ვიფიქრე- ჯონგუკ! თოვს!
- მართლა თოვს!ჯონგუკმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო.
- პირვეელი თოვლიიიიუჰუუუუ!!!!
ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.
- უბეედნიერეეესიი ვაააარრრ!!!
თეჰიონს თოვლზე მეტად ჯონგუკის ბედნიერება ახარებდა. ხედავდა მის მხიარულ, თვალებაცინციმებულ სახეს და გული სიხარულით ევსებოდა.
მალე ახალი წელი დადგებოდა. ეს კი მისთვის, მის სიცოცხლეში საუკეთესო ახალი წელი იქნებოდა, რადგან ამ დღეს ჯონგუკთან ერთად გაატარებდა და მარტო არ შეხვდებოდა.
ამის გაფიქრებაზე თვალები აუცრემლიანდა. მივიდა ჯონგუკთან და გულში მაგრად ჩაიკრა. მართალია ჯონგუკი ასეთმა მანერამ გააკვირვა, მაგრამ მალევე თვითონ უფრო მაგრად მოჰხვია ხელები თეჰიონს და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.