,, And like the moon, we must go through to places emptiness to feel full again"
ჯონგუკი ხედავს თეჰიონის თვალებს, რომელშიც ცეცხლი გიზგიზებს. ამ ყველაფრის დანახვაზე ცოტა არ იყოს დაიბნა. თეჰიონი აგრძელებს:
- მასწავლებელმა დღეს ნახა ჩვენი შესრულებული დავალება. ძალიან მოეწონა... - ნელა, გაწელვით და სარკაზმით ამბობს თეჰიონი.
- უჩემოდ აჩვენე?
- დიახ, უშენოდ.
- რედაქტირების გარეშე?
- ჰო
- მეზიზღები.
- ასე ძალიან არ მოგწონს შენი ტირილის ნახვა?
- შენი საქმე არ არის, ნეხვის გროვა ხარ!
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მასწავლებელი მაინც არაფერს გეტყვის...
- გაჩუმდი, თორემ პასუხს აგებ!
- ერთი ნერვი დამრჩა და იმასაც შენ ვერ მოგატყვნევინებ.- ირონიით ეუბნება თეჰიონი ჯონგუკს.
- წყობიდან ნუ გამომიყვან! ნუ იცინი!
- მიდი, მიდი თქვი რაც გაქვს სათქმელი ჩემთვის!საპირფარეშოში, ორი ბიჭი ერთმანეთის წინ დგას და კამათობს. წელს ზევმოთ შიშველი წყობიდან გამოდის. ხმამაღლა ყვირის, იგინება, ილანძღება. ბოლო ხმაზე ღრიალებს. ამ დროს თეჰიონი ნიჟარას მიყრდნობია და მშვიდად უსმენს მის ყვირილს. ეს რომ ჯონგუკმა დაინახა წამიერად გაჩუმდა.
- რატომ გაჩუმდი? გააგრძელე...
- არამზადა იდიოტო, უგულო, გულქვა.....ამ დროს კარზე კაკუნი ისმის.
- ჯონგუკ, ჯონგუკ, აქ ხარ? ტანსაცმელი მოგიტანე!
ჯონგუკი უცებ ფხიზლდება და კარებს აღებს. იუნგი ხედავს წელს ზემოთ შიშველ ჯონგუკს და მის უკან თეჰიონს.
ფიქრობს, რომ ის იქ ზედმეტია და მალევე უნდა გაშორდეს იმ
სიტუაციას და ადგილს.
ტანსაცმლის ჩანთას ჯონგუკს აწოდებს ხელში და ეუბნება:
- მმამამ დდამირეკა, სასწრაფოდ უნდა წწავიდე. ხხვალ გნახავ...ჯონგუკი კარებს კეტავს, მიდის ნიჟარასთან და მშრალ მაისურს იცვამს. თავს იწესრიგებს და გარეთ გადის.
თეჰიონიც უკან მიჰყვება. ორივე სადღაც სხვაგან არიან ფიქრებში.