,, you are weird"
,,Sorry"
,, That was compliment"
საღამოს ჯონგუკი გაემზადა და მამამისს ეუბნება, რომ მის მეწყვილესთან ერთად მდინარე ჰანგანთან უნდა წავიდეს. მალე დაბრუნდება.დედანატირებად ეზარება იქ წასვლა, მაგრამ ეშინია, თეჰიონმა ბოროტულად არ წამოაძახოს ის, რომ დავალებაზე მარტომ იმუშავა. ნაძირალა.
თეჰიონი და ჯონგუკი ტაქსით წავიდნენ. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღია. ზოგჯერ სიძულვილით და მობეზრებდით გადახედავდნენ ერთმანეთს.
- მალე მივალთ?- ინტერესით ეკითხებოდა ხოლმე ჯონგუკი თეჰიონს.
- ჰო.
- ახლა?
- ჰო.
- მალე მივალთ?
-ჰო.
- ახლა?
- მოკეტე.ჯონგუკმა თვალები აატრიალა და ისევ გზის ყურება გააგრძელა. ჩამოწეული ფანჯრიდან სასიამოვნოდ უბერავდა ჰაერი. მანქანაში ჰარმონიული, მშვიდი მუსიკა იყო ჩართული.
მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. ცოტა ბნელდებოდა კიდეც. უზარმაზარ მდინარეზე ხის სათევზაო გადასასვლელი იყო მეთევზეებისთვის. თეჰიონმა ფოტოაპარატი აიღო და გადაღება დაიწყო. მდინარეზე მზის ჩასვლა ძალიან ლამაზი იყო. წყალზე მზის სხივები ზღაპრულად და ჯადოქრულად ლაპლაპებდა. თეჰიონი კი ამას მონდომებით აფიქსირებს. უეცრად თავს ატრიალებს ჯონგუკისკენ და რას ხედავს;
ჯონგუკი ხის გადასასვლელზე დგას და ცრემლები მოსდის.
- მოიცა, შენ რა, ტირი?
ჯონგუკმა სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და უარყო, არა რას ბოდიალობო.
ახლა გეტყვით რა იყო რეალურად ჯონგუკის ტირილის მიზეზი. თურმე ის ნახატი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ინახავს, ამ სურათს ასახავდა. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ნახა ის ფოტო რეალურ ცხოვრებაში და ამან დიდი ემოცია გამოიწვია მასში.