ნაწილი XXIII 💮

159 21 4
                                    

,, Go where you feel the most alive"





ჯონგუკი თვალების გახელამდე რბილ საწოლს და ხელს გრძნობს. თბილ, ნაცნობ ხელს, რომელიც თავს სახლში აგრძნობინებს.
ხედავს იმ ოთხკუთხედ შუქს, რომელიც საავადმყოფოებს ახასიათებს.
ნაცნობი მომენტია.
სწორედ ისეთი, როცა ჯონგუკმა პირველად ამოყო თავი სკოლის ექთნის კაბინეტში.
ისევ ერთად. ისევ ისეთი შეგრძნებებით.

-ჯონგუკ, გაიღვიძე? შემაშინე! რა მოხდა! ძალიან მანერვიულე! გაბრაზებული ხარ ჩემზე? გაბრაზდი? რა გავაკეთო. რა გავაკეთო რომ შემირიგდე? ხომ იცი, არაფერს გიმალავ და არც ამას დაგიმალავდი!

ჯონგუკი მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა მას და ფიქრობდა, რომ თეჰიონი ასეთ მდგომარეობაში, ასე ანერვიულებული და აფორიაქებული პირველად ნახა. პანიკური შეტევების დროსაც კი არ იყო ასეთი ანერვიულებული, თითქოს ბედს მინდობილი, არ აინტერესებდა რა დაემართებოდა. თითქოს უკვე შეგუებული იყო ამას.
ახლა ადგილები გაცვალეს. თეჰიონი სწრაფად ლაპარაკობს, ყვირის, ჯონგუკი კი ძალიან მშვიდად უყურებს.

- ჯონგუკ, ვიცი, ვიცი, რომ ათასჯერ მაქვს ნათქვამი ეს შენთვის, მაგრამ მიყვარხარ. მართლა მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ჩემს თავზე მეტადაც კი. ყველაფერს დავთმობ, ყველაფერს, სიცოცხლესაც კი, ოღონდ ჩემთან დარჩი, ოღონდ ჩემთან იყავი სამუდამოდ.- ამის დასრულება და თვალებიდან ცრემლების გადმოყრა ერთი იყო.
ჯონგუკი საწოლზე წამოჯდა, თეჰიონიც მას მიუჯდა და ატირებულს ხელი ჩასჭიდა.

- თეჰიონ, ვიცი, და მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის.
იცი? იმდენად მიყვარხარ, არც შემიძლია შენზე გავბრაზდე.
შენში ყოველი ნაწილი მიყვარს. ჯერ არასდროს და არავისთან არ მიგვრძნია იმ სახის ბედნიერება, რასაც შენთან განვიცდი. უბრალოდ შენი ხმა, ან შენი თვალები, ან რამდენიმე ხალი სახეზე, სიცილიც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ შიგნიდან სითბოთი და სინათლით ავივსო. ჩემი ბნელი დღეების მთვარესავით მანათობელი თანამგზავრი ხარ. მიყვარხარ...
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, იუნგის გამო ავღელვდი... ხომ ხვდები... თუმცა, ვფიქრობ, რომ... ვფიქრობ იუნგი მკვლელი არ არის.
- ჯონგუკ, გასაგებია მოსაზრება შენი მხრიდან, თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იუნგი დამნაშავეა. თოთოეული სამხილი მის წინააღმდეგაა. რაც შეეხება ჰიუნჯინს-

კლასგარეშეWhere stories live. Discover now