ნაწილი XIV 💮

266 32 20
                                    

,,I wish you were here"




-თეჰიონ! თეჰიონ! თეჰიონ!

ჯონგუკი თეჰიონის მკლავებიდან თავს ითავისუფლებს, საწოლზე უეცრად წამოჯდება და თეჰიონს აღვიძებს.

- თეჰიონ!
- მმმ
- სიზმარი ვნახე!
- კოშმარი?- დილის, ნამძინარევი ბოხი ხმით ეუბნება თეჰიონი.
- ვითომ მე და შენ მაღაზია გავძარცვეთ და შოკოლადები მოვიპარეთ. მერე იუნგი გამოჩნდა, შოკოლადები მოგვპარა! ბოლოს პოლიცია მოვიდა და იუნგი დააკავა!
ჩვენ გვიხაროდა და ძველი წელთაღრიცხვის შიმპანზეებივით დავხტოდით აქეთ-იქით...

- იდიოტი ხარ ჯონგუკ, შენს ადგილას დარჩი!- უთხრა თეჰიონმა და მკლავები გაშალა. ანიშნა ჯონგუკს, რომ უნდა ჩახუტებოდა.
მანაც არ დააყოვნა და ჩაეხუტა.
ჯონგუკმა ხელები თეჰიონს წელზე შემოხვია.

- ჯონგუკ! ცივი ხელები გაქვს! - გამწყრალი ხმით უთხრა თეჰიონმა და ჯონგუკს მოუღატუნა.
ჯონგუკმა ხმამაღლა გაიცინა და თეჰიონს სამაგიერო გადაუხადა.

ოთახში კისკისის ხმები ისმის მანამდე, სანამ კარზე კაკუნის ხმა არ გამოაფხიზლებს მათ.

- ჰეი თეგუკ! სიცილს მორჩით და მოემზადეთ! არ დაგაგვიანდეთ!

კარები არც გაუღია ჯონგსუს ისე დაუყვირა მათ.

- რა დაგვიძახა?- გაკვირვებულმა გადახედა ჯონგუკმა თეჰიონს.
- თეგუკიო...- თეჰიონმა მორცხვად ჩაიცინა, ბალიშს ჩაეხუტა და საწოლში ხტუნვა დაიწყო- მომწონს, რა საყვარლობაა...
ჯონგუკმა თვალები გადაატრიალა და საწოლიდან წამოდგა.
- ადექი, მოვემზადოთ...


გაკვეთილების მსვლელობის პროცესში თეჰიონი ჯიმინის ცარიელ მერხს და სკამს გადახედავდა ხოლმე და სევდიანად გაიღიმებდა.
ჯონგუკი ფანჯარაში იყურებოდა, მაგრამ მაინც არ გამოეპარა მისი ასეთი საქციელი.
თეჰიონის კალთაზე ჩამოდებულ ხელს თავის ხელს დაადებდა, თითქოს ამით ანუგეშებდა. ისიც მას ნაღვლიანად შეხედავდა და გაუღიმებდა.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now