ნაწილი XXV 💮

295 26 14
                                    

,,It takes grace to remin kind in cruel situations"

საკლასო ოთახის სიჩუმეს დიდ ფანჯრებზე დროდადრო მოშხაპუნე წვიმის წვეთები არღვევდა. იმის შემდეგ, რაც გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მასწავლებელის ტელეფონზე ზარის შემოსვლის შედეგად მან თქვა, რომ ცოტა ხნით ისინი უნდა დაეტოვებინა და გასულიყო, მოსწავლეები აქა-იქ გაკვირვებული ჩურჩულით ამოიოხრებდნენ ხოლმე და კლასში ისევ სიჩუმე დაისადგურებდა.
უკვე 20 წუთი გავიდოდა, რაც მასწავლებელმა კლასი დატოვა.
ჯონგუკის გვერდით მჯდომ თეჰიონს თავი მერხზე ჩამოედო, თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.
ჯონგუკის მთელი ყურადღება კი ერთ რაღაცაზე იყო მიმართული. ერთ ვიღაცაზე.
ერთ მოსწავლეზე.

მას დაჟინებით უცქერდა და გულში ათას რამეზე ფიქრობდა.
,,როგორ, როგორ შეეძლო... ფსიქოპათი!"

ამის გაფიქრებისას მის სახეზე ზიზღი დაისადგურებდა და გონებაც მალევე გამოერკვეოდა ხოლმე ფიქრებიდან: უცნაურად დიდხანს არ ეცქირა მისთვის...

რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ საკლასო ოთახის კარი ხმაურიანად გაიღო.
კლასში შემოვიდა მასწავლებელი, რომელსაც ძალზედ შეწუხებული სახე ჰქონდა და მას მალევე შემოჰყვა დეტექტივი ნამჯუნი, რომლის სახესაც არანაკლები ანერვიულება ეტყობოდა.
ბავშვების წინ ძეგლივით დადგა და ხელის თითების ნერვიულად თამაში დაიწყო.
ყველა გაკვირვებული, გაოცებული სახით, დაჟინებით აკვირდებოდა მიმდინარე სიტუაციას და ვერავინ ვერაფრით ხსნიდა რა ხდებოდა მათ თავს.

- 2016 წლის 7 თებერვალი, ამ სკოლის ისტორიაში უმძიმესი დღე, როდესაც ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ჩოგბურთის ლიდერი და საუკეთესო ადამიანი, ჩვენი ჰიუნჯინი გარდაიცვალა.- ანერვიულებული, აკანკალებული ხმით ძლივს გასაგებად წარმოთქვა დეტექტივმა ეს სიტყვები.- ამ დღეს ძალიან დიდ ხანს ველოდი, დღეს, როდესაც გამჟღავნდებოდა მკვლელის ვინაობა. ეს საქმე გამოძიებული და დასრულებული იქნებოდა, და მინდა ვაღიარო, რომ არა განმეორებული საშინელება, ჩემი თანამდებობაზე დანიშვნდა და ძველი პროკურორის გადაყენება, ეს საქმე დიდხანს გაუხსნელი დარჩებოდა და არ მოგვასვენებდა ის ინტერესი, სიბრაზე და ნერვულ სისტემას ნაწილ-ნაწილ გაგვინადგურებდა.
დიახ. საშინელებაში ჩვენი ჯიმინის სიკვდილი ვიგულისხმე, რომელიც დიდი ხნის წინ არ მომხდარა.
და დიახ. თითოეულ ჩვენგანს ჰგონია, რომ ორივე შემთხვევა სუიციდი იყო და ამას კერძო პირის დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა დღეს სწორედ ამიტომ ვარ აქ, რადგან მინდა ამ უზარმაზარ, გაუსაძლის და იდუმალ საიდუმლოებას ფარდა ავხადო და ყველას გაცნობოთ, რომ ეს სუიციდი არ ყოფილა. არც ერთი შემთხვევა სუიციდი არ ყოფილა.
ორივე სასტიკი, უგულო მკვლელობა იყო, სადაც დამნაშავე დღეს თავისუფლადაა.
ჩვენს შორის.
დიახ, აი აქ.
ალბათ გაგიკვირდებათ, რატომაა დამნაშავე გარეთ, ჩვენი იუნგი კი საპატიმროში?!
ეს ჩემი გეგმის ნაწილი იყო.
ვინმე უნდა დამეჭირა, რომ საზოგადოებისთვის და დამნაშავისთვის მეფიქრებინა, რომ ეს საქმე დასრულდა, თუმცა არა. იუნგის დაკავებამ მართლაც შედეგი გამოიღო და გამოააშკარავა მკვლელი, ფსიქოპათი, რომელმაც ცივსისხლიანი მკვლელობა უყოყმანოდ ჩაიდინა, კმაყოფილს წარბიც არ შეუხრია.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now