,,And suddenly, all the love songs were about you"
ჯონგუკი იმ საღამოს სახლში არ დაბრუნებულა. მამამისმაც იცოდა, რომ თეჰიონთან დარჩებოდა და ნებართვა მისცა. თეჰიონის ორი კვირის გაუსაძლისი მონატრება ერთიანად აანაზღაურა. ჯონგუკთან გატარებული დრო თეჰიონზეც კარგად აისახა. ცოტა ადამიანურობას დაუბრუნდა, ბევრსაც აღარ ფიქრობდა იმ დროისთვის არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე.
ამ დროის განმავლობაში, სკოლაში დაკითხვა მიმდინარეობდა. დეტექტივი კიმ ნამჯუნი სკოლაში მივიდოდა ხოლმე და ჯიმინის მეგობრებს დაკითხვას უწყობდა.
სკოლა. ეს ადგილი იმიტომ აარჩია დასაკითხად, რომ ყველა ჯიმინის ნაცნობი ახალგაზრდა ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი და დიდი წვალება აღარ დასჭირდებოდა.
ზოგჯერ დეტექტივი ნამჯუნი მასწავლებლებთან საქმის გამოძიების დეტალებს იტყოდა ხოლმე, შემდეგ ზოგიერთი მასწავლებელი ენას კბილს ვერ აჭერდა და მოსწავლეებთან ლაპარაკობდა.
ასე გავარდა სკოლაში ხმები, რაც შეეხებოდა იმას, რომ ჯიმინს მშობლებთან უთანხმოება ჰქონდა. არადა ნაცნობები ამბობდნენ, რომ ერთმანეთისადმი ნორმალური, მოსიყვარულე დამოკიდებულება ჰქონდათ.
თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც ლაპარაკობდნენ, რომ ჯიმინის ექსპერტიზის მიხედვით, მის სხეულზე დაზიანებები აღინიშნებოდა, და ლოგიკურია, სუიციდის წინ ასეთ დაზიანებებს ადამიანი თავის თავს ვერ მიაყენებდა.
ვერავინ ვერაფერს ვერ უჯერებდა, რადგან ყველამ ყველაფერი ჭორის
დონეზე იცოდა.თეჰიონის 2 კვირიანი სკოლის გაცდენის გამო, ის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. იმის გამო, რომ ჯონგუკსაც არ ჰქონდა ჩვენება მიცემული, გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ.
პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, მათ დეტექტივი ნამჯუნი შეეგებათ, ორივე კაბინეტში მიიწვია.
დეტექტივის მოპირდაპირე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ და ყურადღებით მოუსმინეს დეტექტივის კითხვებს.