ნაწილი IV 💮

329 35 1
                                    

,, remember to smile''

დილით, თეჰიონს მზის სხივები აღვიძებს. თვალებს ახელს, დახედავს საათს და თავგანწირვით ამბობს:
- ამის დედაც, დამაგვიანდა...

უცებ ჩაიცვამს, საუზმის ჭამის გარეშე სკოლისკენ თავისი მანქანით მიდის.

საუზმეს დილაობით თვითონ ამზადებს ხოლმე, სახლშიც მარტო ცხოვრობს. მეგობრები ბევრი ჰყავს, მაგრამ ძირითადად დროს მაინც მარტო ასრულებს ხოლმე.

მშობლები მაშინ გარდაეცვალა, როცა ძალიან პატარა იყო. ამიტომ ის დეიდამ და ბიძამ გაზარდეს. ბიძამისი კანადიდან იყო, ამიტომ დეიდამისიც იქ გათხოვდა. მათ თეჰიონს სახლი უყიდეს და მარტო დატოვეს. თეჰიონი ამ ყველაფრის მადლიერი იყო, მაგრამ სულ მარტო რომ არ დაეტოვებინათ, უკეთესი იქნებოდა. თავს კი იმით ინუგეშებდა, რომ მათაც ჰყავთ ოჯახი და სჭირდებათ ის.

კლასში მასწავლებელს ბოდიშს უხდის და თავჩაღუნული შედის. ჯონგუკის გვერდით ჯდება და გრძნობსს.........
ო, არა.

მთელი ზურგი თხევადი, წებოვანი სითხით აქვს მოსვრილი.
გახედა ჯონგუკს, რომელიც თითქოს და შეუმჩნევლად იღიმის.
სახეზე სიბრაზისგან ცივი ოფლი ასხამს. როგორ გაბედა პროჭმა ჯონგუკმა...

ხელს ნელა იწევს ზევით და მასწავლებელს ეუბნება:

- იცით? ვიღაცამ ჩემი სკამის საზურგეზე რაღაც წაუსვა, შემიძლია გარეთ გავიდე და მოვწესრიგდე?
- კი, შეგიძლია. ვინმეს გაგაყოლებ რომ დაგეხმაროს. ჯონგუკ, ბარემ შენ წაყევი. აი ის, კი ვინც ეს გააკეთა პასუხს აგებს....

თეჰიონი ცარიელ დერეფანში მიაბიჯებს და ჯონგუკი უკან მიჰყვება. თან ეცინება. თეჰიონს ესმის კისკისის ხმები, მაგრამ არ იმჩნევს.

ორივე მიუახლოვდა საპირფარეშოს კარებს. თეჰიონი ჯოგუკს ხელს ავლებს და საპირფარეშოში მიათრევს.

ჯონგუკს აკვირვებს ასეთი მოულოდნელი ქცევა, მაგრამ არ იმჩნევს. ის თეჰიონს შეჰყავს, კარებს ხმაურიანად ხურავს და ჯონგუკის სხეულს კარებზე აჯახებს. ჯონგუკს შეშინებული სახე აქვს, ენა ჩაყლაპა.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now