ნაწილი XIX 💮

204 32 11
                                    

,,You are your home"




- დღეს აქ დეტექტივი ნამჯუნი იყო მოსული.

ბიჭები გაოცებული სახით უყურებდნენ ჯონგსუს, ზოგჯერ ერთმანეთსაც გადახედავდნენ ხოლმე.

- ჩვენთან რისთვის იყო მოსული?- იკითხა ჯონგუკმა.
- ეგონა, რომ სახლში იქნებოდი, მაგრამ როცა შენი აქ არ ყოფნის ამბავი მოვახსენე, არ დაგელოდა, ეჩქარებოდა და წავიდა.
- არ კითხე რა უნდოდა?
- კი, და მითხრა, რომ იცოდა იუნგის მეგობარი რომ იყავი და დალაპარაკება უნდოდა.
- იუნგი?!
- ჰო.

თეჰიონი მშვიდად უსმენდა დიალოგს, მაგრამ უეცრად სუნთქვა შეეკრა და კანკალი დაეწყო. ჩასუნთქვას ვერ ახერხებდა. ჯონგსუს შეეშინდა, მაგრამ ჯონგუკი არ დაიბნა და გაახსენდა წინა პანიკური შეტევა. ისიც გაახსენდა, თუ როგორ დაეხმარა თეჰიონს.
თუმცა ახლა ვერაფერს მოიმოქმედებდა. მამამისიც მათთან ერთად იყო.
რაღაც უნდა ემოქმედა! ასე ვერ დადგებოდა გულხელდაკრეფილი!

- მამა, პანიკური შეტევა აქვს! აქვე აფთიაქში შეგიძლია რომ გახვიდე? იქნებ წამალი არსებობდეს!!
- ახლავე, ახლავე წავალ...

ჯონგსუს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა, ძლივს მიაგნო მანქანის გასაღებს და მყისვე აფთიაქისკენ გაიქცა.

- მისმინე თეჰიონ! ღრმად ჩაისუნთქე და რამეზე ყურადღება გადაიტანე!
- ა-არ შემმიძლია...
- თეჰიონ! მოდუნდი და არ დაკარგო რეალობის შეგრნება!

თეჰიონი თითქოს არ უსმენდა მას, მთელი ყურადღება საკუთარ მდგომარეობაზე ჰქონდა გადატანილი და ვერ გრძნობდა გარშემო ვერაფერს.

,,სხვა გზა არ არის"

ჩუმად თქვა ჯონგუკმა და მისი ტუჩები თეჰიონისას ააწება...

მათ ვერც გაიგეს ისე სწრაფად დაბრუნდა სახლში ბატონი ჯეონი. სახლის კარების ხმაურიანად გაღებაც ვერ გაიგონეს.
ამიტომ გამოიწვიეს ჯონგსუს სახეზე მორცხვი ღიმილი.
კარებთან შედგა, ბედნიერი დებილივით გაიღიმა და უკანვე გაბრუნდა.
შემოსასვლელი კარი გააღო და მაგრად მიაჯახუნა.
ბიჭებმა ეს მაინც გაიგონეს და ერთმანეთს მოშორდნენ.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now