,, Inhale sky, exhale stars"
- ანუ შენ გინდა მითხრა, რომ ჰოსოკმა შენ და თეჰიონს გითხრათ, რომ ჯიმინი მივიყვანე ჯიმინის სახლში მძინარე?
- ვერ გავიგე. ხელახლა.- ჯონგუკმა თავი ხელებში ჩარგო.
- მოტყუება რაში დასჭირდა?
- მატყუებს?- თავი ასწია და დაღლილი თვალებით იუნგის შეხედა.
- ჩემი არ გჯერა?
- მაგვიანდება, თეჰიონს დავუბარე, რომ მალე ვნახავდი, უნდა წავიდე.
- მაგრამ საუბარი არ დაგვისრულებია,
- დავასრულეთ. კარგად იყავი.- ჯონგუკმა იუნგის ძალით გაუღიმა და გარეთ გამოვიდა.ცივი ჰაერის ნაკადი სახეზე სასიამოვნოდ შეხვდა. ჟანდგბადი ხარბად შეისუნთქა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
5 missed calls from:
მამა and ქერა ბურდი.გადაწყვიტა პირველი ქერა ბურდისთვის გადაერეკა. თეჰიონმა ყურმილი მალევე აიღო. მათი საუბარი კი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.
- სახლში ხარ?
- კი.
- მოვდივარ.უთხრა თეჰიონს და მამამისს გადაურეკა.
- მამა თეჰიონთან წავალ.
- კარგი.(როგორ მიყვარს ლაკონური სატელეფონო საუბრები)
ამ დროს მომავალ ტაქსს გაჩერებაზე ანიშნა და თეჰიონის სახლისკენ გაეშურა.
კარი ქერა თმიანმა მალევე გააღო და რენესანსით ჯონგუკს მიესალმა.
- შემობრძანდით, გარეთ ნუ დგახართ...ჯონგუკმა სახლში შეაბიჯა და რას ხედავს. მთელი მისაღები ოთახი მუყაოს ყუთებითაა სავსე. შუა გულში მწვანე, დიდი ნაძვის ხე დგას. დივანზე კი დაწყებული და არ დასრულებული ნაძვის ხის სათამაშოებია ამოლაგებული.
ჯონგუკი დაბნეული იდგა. ხან რას შეხედავდა, ხან რას.- რამ გაგაოცათ?
- ახალი წელი... სულ გადამავიწყდა...
- დამეხმარებით?
- აუცილებლად.
უეცრად ჯონგუკმა სახე შეცვალა. ძალიან ბედნიერი გახდა და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. აქეთ იქით დახტოდა და მღეროდა.