ნაწილი XV 💮

232 33 8
                                    

ჯონგუკი წვიმიან ქუჩაში მიაბიჯებდა. თავში მილიონობით აზრი ახლართულიყო ერთმანეთში. არ იცოდა რაზე როგორ ეფიქრა. ჰოსოკის სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურებში და მოსვენებას არ აძლევდა. ახედავდა სახლების ზემოთ წამოსკუპებულ შავ ფრინველებს, რომლებიც ცოტა ხანში ხმაურიანად მოიფრიალებდნენ ფრთებს და ცაში აფრინდებოდნენ ხოლმე.

როდესაც ჯონგუკი იუნგის სახლს მიადგა, ცოტა ხნით შეყოვნდა. დიდი ხანი არ იყო, იუნგის რაც იცნობდა, მაგრამ მაინც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ მათ. თითქოს ჯადოსნური მაგნიტი იყო, რომელიც ხალხს იზიდავდა, მაგრამ თვითონ იუნგის მაინც არ უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, როგორც ჯონგუკს.

ღრმად ჩაისუნთქა და ზარი დარეკა. მთელ სახლში გაისმა ზარის არცთუ სასიამოვნო მელოდია. მალევე კარიც გააღეს. კარებიდან ჯერ შავი ბოლი გამოვარდა, შემდეგ კი იუნგიმ გამოყო თავი შეშინებულმა და ანერვიულებულმა.

- იუნგი! რა მოხდა?
- მე-მე სამზარეულო. იწვის.
- როგორ თუ-
- შემოდი გთხოვ!

ჯონგუკმა იუნგის გვერდი ჩაუარა და სამზარეულოსკენ გაიქცა. გაზქურაზე მდებარე ტაფას ცეცხლი ეკიდა. ზედ კი რაღაც საკვები დანახშირებულიყო და სამზარეულოში აუტანელი, საშინელი სუნი იდგა. ჯონგუკი კინაღამ გაიგუდა. ძლივს რაღაც ნაჭერს მიაგნო და ცეცხლი ჩააქრო.

წამში თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა. მხოლოდ სახლში ჩამდგარი კვამლი და დამწვარი ტაპა აფუჭებდა სიტუაციას, თორემ გეგონებოდათ, რომ წამების წინ სულაც არ იწვოდა მთელი სამზარეულო.

კარებთან მდგარი წინსაფრიანი იუნგი სწრაფად სუნთქავდა.
- მადლობა.
მოკლედ და სწრაფად უთხრა ჯონგუკს და სამზარეულოს მილაგებას შეუდგა. ტაფა ნაგავში ჩააგდო, ფანჯრები გააღო და წინსაფარი მოიხსნა.

- ყურადღება რატომ ვერ მიაქციე?-
გაკვირვებულმა ჯონგუკმა ჰკითხა.
- რაღაცას ვკითხულობდი და...
- რა იყო ეგ დალოცვილი ასეთი...
- დღიუ- რაღაც სისულელე ვიპოვე და იმას ვკითხულობდი, ვერ გავიგე დროის გასვლა და გადამავიწყდა, საჭმელს რომ ვამზადებდი...
- გასაგებიაა...
- წამოდი, დავსხდეთ, რამეს დალევ?
- წყალს.
- ოუქეეი...

კლასგარეშეWhere stories live. Discover now