ნაწილი VI 💮

344 35 11
                                    

,,Becouse the entire universe conspired to help me find you"


ზოგჯერ უბრალოდ არ არის საჭირო, მერფის კანონებს დავუჯეროთ.
,,თუ საქმე კარგად მიდის, ესე იგი რაღაც გამოგეპარათ"
სულაც არა, შესაძლებელია ჩვენი ცხოვრება მოკლე დროში 180⁰-ით შემობრუნდეს.

დილით, ჯონგუკმა იუნგი გვერდით დაიჯინა და უამბო წინა დღით მომხდარი ამბავი.
- ...წახვედი და ჩვენც მალევე გამოვედით. შემდეგ თეჰიონს პანიკური შეტევა დაემართა. ექიმის ოთახამდე ძლივს მივათრიე და ჰოი საოცრებავ: ექიმი იქ არაა....

იუნგი მას გაოცებული თვალებით უყურებს, სურს, რომ რაც შეიძლება მეტი რაღაც მოისმინოს მისგან.

-... უკვე ძალიან ცუდად იყო, ძირს დავარდა. არც კი ვიცოდი რა მექნა. ფრიად შოკში ჩავვარდი, საშველი აღარ ჩანდა...

ჯონგუკი ცოტა არ იყოს ამლაშებდა და აზვიადებდა ამბავს. იუნგი ისე დაძაბა, რომ თვითონაც გაუკვირდა.

- ... დააა ვაკოცე. ჰო, ჰო, სწორად გაიგონე.

იუნგიმ ამ სიტყვის გაგონებისას თვალები დაქაჩა და წარბები მაღლა ასწია.

- მოიცა, ეგ რატომ გააკეთე?!
- სადღაც წავიკითხე, რომ ამ დროს გულის ცემა რეგულირდება და ადამიანის ორგანიზმი მშვიდდება. არც კი ვიყავი ამაში დარწმუნებული, თუმცა გამოვიდა. ბოლოს ექიმიც მოვიდა, მაგრამ ის უკვე მშვიდად იყო. გარეთ გამოვედით და იცი რა გავაკეთე?
- არა, არ ვიცი!
- მეგობრობა შევთავაზე.
- მოიცა, რა? რაც გაიცანი და მასზე თემას წამოიწყებ, სულ გინებით და ლანძღვით ამთავრებ. ახლა კი მეგობრობა სთხოვე?
- დავფიქრდი და მივხვდი, რომ არც ისეთი ცუდი ადამიანია. ამ ბოლო დროს არც გვიჩხუბია...
- ღამეს გულისხმობ? მხოლოდ მაშინ არ ჩხუბობთ, როცა ერთად არ ხართ.
- კომუნიკაცია უკვე დიდი ხანია რაც მაქვს, ეს კარგის ნიშანია...
- მოიცა! ხომ არ მოგწონს?
- მომწონს? ჰაჰაჰაა რა ხუმარა ხარ, გოჭივით.
იუნგიმ თვალები დააწვრილა და ისე შეხედა.
- მოიცა, სერიოზულად ეგ იფიქრე?- უცებ ჯონგუკიც დასერიოზულდა.
- მაგიჟებ! რაც მოხვედი, მთელი დილაა მასზე ლაპარაკობ. ყბა არ გეტკინა? დარწმუნებული ვარ ღამეც მაგაზე ფიქრობდი. სულ შენს გონებაშია. დაფიქრდი, იქნებ მოგწონს!
- რომც მომწონდეს, ეს არასწორია.
- ანუ მოგწონს?

კლასგარეშეWhere stories live. Discover now