ნაწილი IX 💮

285 34 9
                                    

,, With a brave heart, anything is possible"

ძალიან ადრე, დილით ჯონგუკმა გაიღვიძა. თვალები ერთი ხელით მოისრისა და ადაპტაცია დაიწყო. თავის ოთახში, თეჰიონის გვერდით წევს. თავი მის მკლავზე კომფორტულად აქვს მოკალათებული. თეჰიონს კი მშვიდად სძინავს.

ჯონგუკი თეჰიონს სახეზე დააკვირდა. ბავშვივით მშვიდად ეძინა. ოდნავ შეღებული პირიდან ცოტა დორბლი მოსდიოდა. ქერა თმა კი უფრო მეტად აბურდული და არეული, შუბლზე ჩამოჰყროდა. ისე, რომ ჯონგუკს საშუალებას არ აძლევდა დაენახა მისი წარბები და თვალები. მან ინსტიქტურად გადაუწია შუბლიდან თმა, რაზეც თეჰიონი ცოტა შეირხა და პირი გაამწკლაპუნა. ამაზე ჯონგუკს გაეღიმა.
უეცრად ტკივილი იგრძნო ტუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და ტკივილისგან დაისისინა.
გადაბრუნდა, საათს დახედა. დილის 6 საათი იყო. ჯერ კიდევ ძალიან ადრე. თეჰიონს უფრო მეტად მიეხუტა და ძილი განაგრძო.
მან მის მეტოქეში იპოვა ის სითბო, რასაც ზოგადად ადამიანები განიცდიან ხოლმე, საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნის დროს.

მეორედ მისი გაღვიძების მიზეზი ოთახში შემომავალი, მზის კაშკაშა სხივის ნათება იყო, რომელიც ჯონგუკს პირდაპირ სახეზე ეცემოდა.
გვერდით თეჰიონი ეგულებოდა, მაგრამ როცა მის მაგივრად სიცარიელე იგრძნო, იმედი გაუცრუვდა. ჩაიცვა და ქვემოთ, სამზარეულოში ჩავიდა. მაგიდაზე საუზმე გამზადებული დახვდა. ხმამაღლა დაიყვირა:
- მამაააა!
კაბინეტიდან მოესმა მამამისის საპასუხო ხმა და იქით გაეშურა.
- დილა მშვიდობისა, მამა.
- დილა მშვიდობისა ჩემო ძილისგუდა შვილო, შენი მეგობარი უკვე გავაცილე...
- როდის წავიდა? ვერ გავიგე.
- 8 საათი იქნებოდა, ადრე წავიდა. მე კი 7 ზე უკვე მეღვიძა, ჩემი ონლაინ შეხვედრის გამო... ძალიან ზრდილობიანი და საყვარელი ბიჭია, უთხარი კიდევ მოვიდეს... იმდენად მოწესრიგებულია, რომ მისი წასვლის შემდეგ შენს ოთახში შემოვიხედე დაა ჩემი გაშლილი საწოლიი ზუსტად ისე იყო გასწორებული, როგორც გუშინ. ან როგორ დაიმახსოვრაა ასე ზუსტად პლედების განლაგება. ახალი თაობისგან ნამდვილად მოულოდნელია ასეთი ქცევა, ალბათ მარტო ცხოვრების ბრალია...
- მამა, მოიქოქე?
- შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ...
- ჰოომმ, წავალ ვისაუზმებ.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now