,,If it still makes you cry, it still matters"
თეჰიონი სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ჯონგუკი არც გაახსენდა.
მანქანა უცებ დაქოქა და ჯიმინის სახლისკენ გაეშურა. სისწრაფეს ზედმეტად გადააჭარბა. ცოტაც და მანქანის ბორბლებს ცეცხლი გაუჩნდებოდა.
იმ ქუჩაზე რომ მივიდა, სადაც ჯიმინი ცხოვრობდა, მანქანებში ძლივს გაიარა.
იმდენი მანქანა იდგა, ძლივს მიაღწია მის სახლამდე.
მივიდა.
დაინახა ათობით ადამიანი, რომლებიც იდგნენდა ხმამაღლა ტიროდნენ. ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ისე არაადამიანურად და არაამქვეყნიურად გამოხატავდნენ მწუხარებას.
იქვე შეინიშნა ჯიმინის დედაც, რომელიც ძირს იჯდა და განწირული ხმამაღლა ყვიროდა რაღაც წინადადებებს, რაც თეჰიონმა მანქანიდან ნათლად ვერ გაარჩია.
მამამისი კი დედამისს თავზე ადგა და გაშტერებული, გაშეშებული სახით არ ინძრეოდა. თითქოს ტირილიც აღარ შეეძლო მას.
ამინდიც ხელს უწყობდა ამ სიტუაციას.
ისედაც მძიმე ატმოსფეროს, ეს ღრუბლიანი და ოდნავ წვიმიანი ამინდი უფრო უარესად ამძიმებდა.
თეჰიონს საჭისთვის ხელი ახლაც არ გაეშვა.
გაშეშებული უყურებდა ამ ყველაფერს. იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა თვალიდან ცრემლის წვეთი და გზა გაიკვლია ლოყაზე.
მანქანა მოაბრუნა და სახლისკენ გაეშურა.ჯონგუკი ურეკავდა გაუჩერებლად. ძალიან, ძალიან ბევრი ზარი გაუშვა მასთან, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. სხვა რა გზა ჰქონდა. ადგა და სახლში დაბრუნდა.
სახლში მისულს, მამამისი დახვდა. საავადმყოფოდან გამოწერეს თურმე. დივანზე იჯდა, თითქოს ელოდა, როდის დაბრუნდებოდა სახლში ჯონგუკი.
მივიდა და მამამისს მაგრად ჩაეხუტა.- გავიგე რაც მოხდა...
ჯონგუკი აქვითინდა. მამამისი კი ამშვიდებდა.
- მას იცნობდი?
- კ-კარგად არა.- უთხრა მტირალმა ჯონგუკმა
- თეჰიონი იცნობდა?
- კი, ძალიან კარგად...
- აი, თურმე რატომ განიცდი ასე ძალიან...
- მამა, ტელეფონს არ იღებს. გვერდში დგომა სჭირდება. რა გავაკეთო?
- არაფერი, უბრალოდ დრო მიეცი. თავის თავთან მარტო დარჩეს და მარტო იბრძოლოს.
- მაგრამ-
- არანაირი მაგრამ. მას ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდება. წადი შენს ოთახში, დაისვენე.
- მამა, ისიც კი არ გკითხე, თუ როგორ იყავი...
- კარგად ვარ შვილო...-ღიმილით უთხრა მამამისმა.