ნაწილი XVII 💮

214 27 5
                                    

,,If i disappear, will you look for me?"



უცოდველი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე ხელვყოთ. განრისხებული, აბობოქრებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსება, რომელიც მშიერია და უნდა ვინმეც სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს, სწორედ ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ და ვაკონტროლოთ საკუთარი ქცევები და აზრები.

ჯონგუკმა, დილით ენერგიულად გაღვიძების მაგივრად, ისევ დაღლილმა გაიღვიძა.
მთელი სხეული ტკიოდა და თვალებს ძლივს ახელდა.
ყველაფრისგან დაღლილს, მოტივაცია დაკარგული ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლაში თეჰიონს ნახავდა, გული სიხარულით და ენერგიით ევსებოდა და სკოლაში წასვლის სურვილს აძლევდა.

მამამისი სამსახურში გვიან უნდა მისულიყო, ამიტომ შეძლო და ჯონგუკი სკოლაში მანქანით წაიყვანა. მზიანი დღე იყო.
როცა მანქანიდან გადმოვიდა, დაინახა ჰოსოკი, რომელსაც ხელში პატარა კნუტი ეჭირა და ეთამაშებოდა. რა თქმა უნდა თვალში საცემი, ყვითელი ჰუდი ეცვა და თმა საშინლად აბურდული ჰქონდა.

ჯონგუკმა ერთხელ, გადაკვრით შეხედა და გზა გააგრძელა. თან აინტერესებდა, სად იყო თეჰიონი.

შევიდა თუ არა კლასში, თვალი მოკრა მისი მერხის გვერდით მჯდომ ქერა თმიანს. თავი მერხზე დაედო და ეძინა. იუნგი დღესაც არ იყო სკოლაში. ძალიან საეჭვოდ იქცეოდა.
ჯონგუკი მივიდა და გვერდით მიუჯდა. ისე ბავშვურად და საყვარლად ეძინა, თვალი ვერ მოწყვიტა და ღიმილით მზერა დაუწყო.

ცოტა ხანში ზარის ხმაც გაისმა და კლასში მასწავლებელი შემოვიდა. თეჰიონსაც გაეღვიძა და ჯონგუკს ჩუმად გადაულაპარაკა:

- რატომ არ გამაღვიძე?
- საყვარლად გეძინა...

თეჰიონმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
ამ დროს კლასის კარები ხმაურიანად გაიღო და ჰოსოკი შემოვიდა.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now