ნაწილი VIII 💮

316 40 10
                                    

,,I believe in you,  words that water flowers"

ბატონმა ჯეონმა თეჰიონი სახლში მიიპატიჟა. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ისიც დათანხმდა. თეჰიონი შევიდა დახვეწილ, საშუალო ზომის მისაღები ოთახში, რომელიც მუქ ფერებში იყო გაწყობილი. სამზარეულოდან სასიამოვნო სუნი გამოდიოდა, ბატონი ჯეონი კი წინსაფრით იყო. თეჰიონს გაუკვირდა ასეთი მინიმალისტური ნივთების განლაგება. ჯონგუკის გამო მამამისსაც ისე ჰქონდა მოწყობილი ყველაფერი, რომ საკუთარ ვაჟს თავი კომფორტულად ეგრძნო. თეჰიონს კი მრავალი ნივთის უადგილოდ მიყრა-მოყრა ახასიათებდა. სწორედ ეს იყო მისი ასეთი ფიქრების მიზეზი.

- პირველად ვხედავ, რომ ჯონგუკმა სახლში ვინმე მოიყვანა. რა გქვია?
- თეჰიონი, თეჰიონი მქვია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო ჯეონ...
- ჯონგსუ, უბრალოდ ჯონგსუ დამიძახე.
-კარგით...
-რაღას უცდით, თეჰიონ, მობრძანდი მაგიდასთან... რაც მე და ჯონგუკი მარტო გადმოვედით საცხოვრებლად, მის მერე ვისწავლე მზარეულობა... პროფესიით ეს არ ვარ, მაგრამ ძალიან კარგად გამომდის. დღეს დეგუსტატორობას გამიწევ და დამიგემოვნებ ჩემს საფირმო კერძს.

სუფრის თავში ჯონ ჯონგსუ იჯდა, გვერდებზე კი თეჰიონი და ჯონგუკი. ჭამის დროს ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე, ჯონგუკის მამა კი არ ჩერდებოდა. მგონი თემაც ბევრი ჰქონდა სალაპარაკო.

- კარგი მეგობრები ხართ? როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვზივართ- მკაცრად უთხრა ჯონგუკმა.
- ალბათ თეჰიონმა გამოიჩინა დიალოგის ინიციატივა, შენ არ დაელაპარაკებოდი პირველი...
- თქვენ წარმოიდგინეთ და პირიქით მოხდა, მან გამოიჩინა გაცნობის ინიციატივა.- სარკაზმით უთხრა თეჰიონმა.
- ვაუ, არ ველოდიი... როგორ მოგწონს, კარგია? - ჰკითხა და კერძზე მიუთითა- ესეც გასინჯე, დაიმატე.- ჯონგსუმ თეფშზე გადმოუღო ხორცის ნაჭერი.
- მადლობა...

კლასგარეშეWhere stories live. Discover now