ნაწილი II 💮

403 41 4
                                    

,, You deserve to feel the same love that you give"


მეორე დილით ჯონგუკმა ძალიან კარგ ხასიათზე გაიღვიძა. შეხედა დედამისის დახატულ პეიზაჟს და სევდიანად გაიღიმა. ჩაიცვა და სკოლისთვის გაემზადა. ქვემოთ, მისაღებში მამამისი დახვდა, მაგიდაზე ჩასძინებოდა. მივიდა, შეაღვიძა და საწოლში დაწოლა და დაძინება ურჩია. თან უთხრა, რომ სკოლაში თვითონ წავიდოდა. თან არც ისე შორი იყო. გასეირნებაც უნდოდა.

ჯონგუკი ქუჩაში მიაბიჯებს, ყურსასმენებში ფავორიტ მუსიკას უსმენს და დილის ცივ ჰაერს სასიამივნოდ ისუნთქავს. სკოლასთან იუნგი არ დახვდა, ალბათ დღეს იგვიანებდა. კლასში შევიდა და მალევე იუნგიც მოვიდა.

- დილა მშვიდობისააა- გაღიმებულმა უთხრა ჯონგუკს.
- გუდ მორნინგ... პირველი ინგლისური გვაქვს და...
- ოუ, ჰელოუუ- შეასწორაა იუნგიმ.
- ნუ მეჯღანავები კნუტო
- რა დამიძახე??
- კნუტო- ხმამაღლა გადაიხარხარა ჯონგუკმა და დერეფანში გავარდა.

წინ ჯონგუკი თავქუდმოგლეჯილი გარბის, იუნგი კი უკან მისდევს მოსაკლავად. თან ჯონგუკი წინიდან აქეზებს, ჰაჰაჰაჰაა კნუტოო, მთელი სკოლის გასაგებად უყვირის, იუნგი კი კბილებს აჭრიალებს და ემუქრება.
- პასუხს აგებ
- სად? ჩემს ოთახში თუ შენს ოთახში?
- ხალხი რამეს არასწორად იფიქრებს, ენააა ჩაიგდეეეეეეე....

უეცრად ჯონგუკი რაღაცას ეჯახება. ფეხი უსტება და მაგარ იატაკზე ეცემა. გონებას კარგავს.

თვალები რომ გაახილა, დაინახა ოთხკუთხედი, თეთრი შუქები. რბილ, თბილ საწოლში წევს. გვერდიდან კი სუნთქვა ესმის. უნდა უფრო ნათლად ადაპტირდეს გარემოში, მაგრამ თავის წამოწევა და გაუსაძლისი ტკივილის შეგრძნება თავის არეში ერთია.
- იუნგი!
ძლივს გასაგებად ამბობს. ამ დროს სკამიდან ვიღაც დგება და საწოლს უახლოვდება.

- გამოფხიზლდი? -ყურებამდე უღიმის ქერა თმიანი ჯონგუკს.
- მეორედ მასე გამიღიმებ და კბილებს ჩაგიმტვრევ.
- ოჰოჰ, ხედავ? უკვე ამაკანკალა...
- ჯერ ბოდიში გაქვს მოსახდელი, თავი აქ რომ ამომაყოფინე.
- რეებს ბოდიალობ, შენ დამეჯახე!

კლასგარეშეWhere stories live. Discover now