,,Sad birds still sing"
4 დღის შემდეგ:
თეჰიონი ჯონგუკს ამშვიდებს, ეუბნება, რომ ისინი ამას შეძლებენ და სახლის ზარს რეკავს.
კარებს ყვითელ ჰუდიანი ახალგაზრდა ბიჭი აღებს.- ჰეიი, მობრძანდით.
თავაზიანად გაუღიმა ბიჭებს და სახლში შესვლა შესთავაზა.- არ გელოდით, თუმცა ახლა გამახსენდა, გუშინ ხომ თქვით, რაღაც წიგნები მინდაო...
- ჰო, სამუშაოსთვის გვჭირდება. ლექტორმა კი თქვა, რომ შენ გექნებოდა.- მშვიდად აუხსნა თეჰიონმა.
- გასაგებია. მისაღებში შედით, მეც მალე მოვალ, დასალევს მოვიტან.თეჰიონმა ჯონგუკს ხელი დაავლო და მისაღებში შეიყვანა.
- ნახე, აქაა წიგნების თარო. სადღაც შავყდიანი დღიური უნდა იდოს. ყურადღებას გადავატანინებ. წავედი.თეჰიონმა ჯონგუკი მარტო დატოვა მისაღებში, თვითონ კი გავიდა და მასპინძელს ყურადღება სხვადასხვა თემებზე გადაატანინა. რა არ მოიფიქრა, ვინ არ გალანძღა. ისიც წარმატებულად ეთანხმებოდა და საუბარშიც ჩაერთვებოდა ხოლმე.
ამასობაში ჯონგუკმა დღიურის ძებნა დაიწყო. წიგნების თაროზე უწარწერო წიგნი უნდა ენახა. იქაურობა გადაქექა, თუმცა ვერ იპოვა. ძალიან ეცადა, მაგრამ ამაოდ.
თავში ერთმა აზრმა გაუელვა.
,,დარწმუნებული ვარ, ეს დღიური თავის ოთახში ექნება".
მაგრამ ყოყმანობდა, შეძლებდა თუ არა მათ დაბრუნებამდე მის ოთახში ასვლას, დღიურის მოძებნას, აღებას და უკან დაბრუნებას?!
სხვა გზა არ იყო. ჯონგუკს ეს უნდა გაეკეთებინა.
სასწრაფოდ აირბინა კიბეზე. გაუმართლა, რომ დიდი სახლი აქ იყო. პირველივე ოთახში შეიხედა და ჰოი საოცრებავ! დღიური საწოლზე დევს. მივიდა, გადაშალა და იფიქრა:
,, ეს ის არის"
სწრაფად აიღო და იქაურობას გაეცალა. ქვემოთ რომ ჩამოვიდა, დღიური დამალული არ ჰქონდა, თეჰიონი შეეფეთა.- იპოვე?
- ჰო.
- სად დამალავ, მოდის!
- ა-არ ვიცი.
ამ სიტყვის დასრულება და მისი ოთახში შემოსვლა ერთი იყო. ჯონგუკმა დღიური უკან დამალა და ღია ფანჯარასთან მივიდა.
ლაპარაკში გართულმა მასპინძელმა, რომელსაც ხელში ჭიქები ეჭირა, ვერც შენიშნა, როგორ გადააგდო ფანჯრიდან დღიური ჯონგუკმა.
ეს მხოლოდ თეჰიონმა შეამჩნია და მას თვალი ჩაუკრა.