,, life is too short to spend it at war with yourself"
ეკრანზე გამოჩნდა ისეთი რაღაც, რისმა დანახვამაც ყველა შეძრა. დარბაზში ისმის კივილის ხმა, გინების, ოხვრის...
-ოჰ, არა!
უეცრად უკანა მაგიდიდან ვიღაც ადგა და მაღალ ხმაზე თქვა:
- ეს ხომ ჩვენი ჩოგბურთის ლიდერი, ჰიუნჯინია!
ეკრანზე ვიდეოს კადრი კი ძირს, თოვლში დადგებულ სხეულზე იყო გაჩერებული. ჰიუნჯინს თავიდან დიდი რაოდენობით სისხლი გადმოსდიოდა, რომელიც თეთრ, ქათქათა თოვლზე ბილიკს მიიკვლევდა. ის ისეთი ლამაზი იყო. ასეთ მდგომარეობაშიც კი მომხიბვლელი იყო. დარბაზში კვლავ გაისმა ხმა:
- სასწრაფოში დარეკეთ! მას გული წაუდვიდა!
ეს ხმები სკოლაში ექოდ გაისმოდა, ყველას ესმოდა გარდა თეჰიონისა და ჯონგუკისა, რომლებიც მათ საკლასო ოთახში იყვნენ შესულები. ერთადერთი, რისი ხმაც გაიგეს, იმ ოთახის კარის ხმა იყო, სადაც ისინი იყვნენ. ერთმანეთს სწრაფად მოშორდნენ და უკანა მერხების უკან ჩაიმალნენ. კარი გაიღო, დერეფანში ანთებული თბილი ნათების შუქი წამიერად კლასში შეიჭრა და მალევე გაქრა. სამაგიეროდ გაისმა ნაბიჯების ხმა, რომელიც იუნგის მერხთან მიდიოდა. სიბნელეში, თან დაჩოქილებმა ვერაფერი აღიქვეს, გარდა თეთრი, მწვანე თასმიანი ფეხსაცმელისა. ფოსფორის თასმები საკმაოდ შესამჩნევი იყო სიბნელეში. უეცრად ტელეფონის ვიბრაციის ხმა გაისმა. მან მალევე გათიშა და კლასიდან ძალიან სწრაფი ნაბიჯებით, უკანმოუხედავად გავიდა.
ბიჭები წამოდგნენ და ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს:
-ეს რა იყო?- გაოცებულმა ჯონგუკმა იკითხა, რაზეც თეჰიონისგან მხოლოდ მხრების აჩეჩვა მიიღო პასუხად.
კლასიდან პირდაპირ დარბაზიკენ გაემართნენ. სადაც არავინ დახვდათ. მხოლოდ დაცარიელებული სკამები, მაგიდები და ისევ იმ კადრზე გაჩერებული ვიდეო.