ნაწილი X 💮

299 33 11
                                    

,,Let us live like flowers"

თეჰიონი სამზარეულოში ფუსფუსებს. მარტოსული ვახშმისთვის ატრიას ამზადებს. ოთახში უგემრიელესი სუნი ტრიალებს. ის კი წელს ზემოთ შიშველი, შარვლისა და წინსაფრის ამარა დატანტალებს. წინსაფარში მკვეთრად მოუჩანს გამოკველითილი, უნაკლო მხრები და ხელის კუნთები.

უეცრად ტელეფონზე ზარი შემოვიდა ჯონგუკისგან. თეჰიონმა ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე ჩაახველა, სერიოზული სახე მიიღო, ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და ყურმილი აიღო.

-ჯონგუკ, ასე გვიან რამ შეგაწუხა?
- ჯერ მხოლოდ 8 საათია! მოგეხსენება სახლში მარტო ვარ. ახლახანს საერთო შუქის გამორთვა იყო. ტელეფონი მიჯდება, მე კი მარტოდ მარტო, სიბნელეში და სიცივეში, გაუსაძლის სიმარტოვეში უნდა ვიჯდე და არაფერი ვაკეთო. რა დაუნდობელია ცხოვრება...

თეჰიონმა ყურმილი ყურიდან შორს გასწია, საყვარლად ჩაიცინა და ისევ ყურზე მიიდო.

- ჰოდა, შეგიძლია ჩემთან მოხვიდე და დარჩე?
- რატომ? არ მითხრა რომ გეშინია...
- არა, არ მეშინია. უბრალოდ მოვიწყენ.
- ა, უბრალოდ მოიწყენ. კარგი, გასწავლი რა უნდა ითამაშო სიბნელეში. თამაშის წესები ასეთია. უნდა დაითვალო 300-მდე, მერე ისევ უკან, თუ შეგეშალა, წააგ-
- მოკეტე! მითხარი შეგიძლია თუ არა!
- რა?
- თეჰიონ ტელეფონი 2 პროცენტზე მაქვს. მალე მოდი გთხოვ... არ შეგაწუხებდი, მაგრამ მანქანის მართვა არ ვიცი. მამაჩემის მანქანა კი არის სახლში-
- ახლა მსოფლიოში საუკეთესო ატრიას ვამზადებ. თუ მოვიფიქრე და არ დამეზარა მოვალ და აქ წამოგიყვან. ცნობისთვის, უკვე დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ, ნუ გეშინია.
- არ მეშინია! უკვე გითხარი, რომ უბრალოდ-
ჯანდაბა! ტელეფონი ჩაქვრა!

თეჰიონმა ზედაწელი ჩაიცვა, მანქანის გასაღები აიღო და ჯონგუკთან წავიდა. გაწვიმდა. თავსხმა წვიმა დაიწყო. სასტიკად გრუხუნებდა და ელვა-ჭექა იყო. წარმოიდგინა თუ როგორ შეეშინდებოდა ამ სიტუაციაში ჯონგუკს.
გზა ძალიაან გაიწელა. თითქოს არასდროს დასრულდებოდა.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now