ნაწილი XXII 💮

168 21 2
                                    

,, Remember to smile"





სკოლიდან მომავალ გზას თეჰიონი და ჯონგუკი გვერდიგვერდ მიუყვებოდნენ. ჯონგუკი არაადამიანური გამომეტყველებით, ზომბივით დადიოდა, თავჩაღუნული თეჰიონი კი დრო და დრო შეხედავდა ხოლმე ჯონგუკს, ღრმად ამოიხვნეშებდა და ისევ თავს დაღუნავდა.

- თეჰიონ, თავს ცუდად ვგრძნობ. სახლში წავალ და დავისვენებ.- მშვიდი, მობეზრებული ხმით უთხრა ჯონგუკმა თეჰიონს, რაზეს ის ცოტა დაიბნა და გაურკვეველი ბგერების თქმის შემდეგ ძლივს ამოილუღლუღა:
- კ-კარგი, არაა პრობლემა. წამოგყვე? მიგაცილო?
- არაა საჭირო, მარტოც შევძლებ.

მორცხვად, ძალდატანებული ღიმილით თავი დაუკრა და გასცილდა იქაურობას.

თეჰიონმა სახლში მისვლისთანავე, საკუთარი ღვინის კოლექციიდან ერთ-ერთი ბოთლი ჩამოიღო, დივანთან მაგიდაზე დადო, ღრმად ამოიხვნეშა და მკვდარივით დაეგდო.

ჯონგუკი კი ეცადა, რომ მამამისთან არაფერი შეტყობოდა. მხოლოდ მიესალმა და თავის ოთახში წავიდა.

ორივეს თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ჯონგუკისთვის ერთადერთი გამოსავალი მუსიკის მოსმენა იყო. ტელეფონი ფრენის რეჟიმზე ჩართო, ყურსასმენი დააკავშირა და თვალები დახუჭა.

თეჰიონს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ღელავდა, შფოთავდა და თავს ამშვიდებდა, რომ პანიკური შეტევა არ დაწყებოდა.

დილით ჯონგუკს მამამისის ხმა აღვიძებს. ქვემოდან ყვირის, ადექი, საუზმე გავამზადეო. ჩაცვენილი და ჩაშავებული თვალებით, უძილობის გამო, ძლივს, უსიცოცხლოდ აიზლაზნება და სააბაზანოში შედის. რამდენიმე წუთის შემდეგ ბანავს დაასრულებს და სააბაზანოდან გარეთ გამოდის. კარები რომ იღება, ჯერ დიდი რაოდენობით ორთქლის გამოდის, შემდეგ კი ჯონგუკი მოჰყვება.
საწოლთან მდგარ კომოდზე დადებული ტელეფონი თეჰიონს ახსენებს და ხელში იღებს.
სოციალური ქსელი გახსნა და პირველი პოსტი ამოაგდო:

კლასგარეშეWhere stories live. Discover now