ნაწილი XX 💮

242 23 12
                                    

,,The moon in me, finds the sky in you"


ზამთრის სუსხიან დილას, ადრიანად, გზაზე ჩამოწოლილ ცივ ჰაერს ქოშინით მიაპობს გაოფლიანებული, შორტებში გამოწყობილი თეჰიონი.
მირბის. ამონასუნთქი ჰაერი ორთქლად ვრცელდება სივრცეში და მშვიდ ატმოსფეროს იშვიათად გამოვლილი მანქანის ხმა და ანთებული შუქები არღვევს.
ჯერ წესიერად არც უნათლია. სახლში, საწოლში, მშვიდად მძინარე ჯონგუკი ეგულება, ამის გაფიქრებაზე კი ოდნავ ეღიმება და ისევ სივრცეს გაჰყურებს.
ტელეფონს ჯიბიდან იღებს და საათს დაჰყურებს. დღეს სკოლაში საახალწლო ღონისძიებაა და არ უნდა დააგვიანდეს. დროის ნახვისას ოდნავ წარბებს შეკრავს, ანგარიშობს თუ მოასწრებს, ბოლოს თავში ყველაფერს დაალაგებს და კმაყოფილი სახით მიუყვება სახლისკენ მიმავალ გზას.

სახლში რომ მივიდა, მაშინვე ოთახისკენ გაეშურა ჯონგუკის სანახავად, მაგრამ ის იქ აღარ იყო. სამაგიეროდ, ბალიშთან ფურცელი იდო, სადაც ეწერა, რომ ჯონგუკმა სახლში წასვლა ამჯობინა მოსამზადებლად. დღეს ხომ მათთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.

მალევე მოწესრიგდა, გაემზადა და სკოლაში წავიდა.

შესასვლელიდან დაინახა, რომ სკოლის ეზოში ათობით ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოწყობილი ადამიანი იდგა და საუბრობდა. ყველას ერთად ლაპარაკი და სიცილი ხმაურს იწვევდა, რაც ცოტა არ იყოს დისკომფორტს უქმნიდა თეჰიონს.
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ჯონგუკის ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა.
ამ დროს უკნიდან, არც ისე შორი მანძილის მოშორებით, გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. უფრო სწორად ჯონგუკის ტელეფონის ზარის ხმა.
შემობრუნდა, უკან მიიხედა და დაინახა თეთრ სმოკინგში გამოწყობილი ჯონგუკი, რომელიც ყურებამდე იღიმოდა და თეჰიონს ხელს უქნევდა.
მასაც გაეღიმა და ჯონგუკისკენ დაიძრა. მიუახლოვდა, ლოყაზე ხელით მოეფერა და ჩაეხუტა.
სანამ თავს მოაშორებდა, ყურთან ჩასჩურჩულა:
- სიკვდილამდე გიხდება ეგ სმოკინგი, მაგრამ ჰომ იცი, შიშველი უფრო მომწონხარ...

კლასგარეშეWhere stories live. Discover now