ნაწილი XI 💮

279 34 10
                                    

,,Hearts are fragile"

ჯონგუკმა ასეთ სიტუაციაში უკვე მეორედ გაიღვიძა. თვალები გაახილა და თეჰიონი დაინახა. ეს მომენტები მასში შერეულ გრძნობებს იწვევს. ძალიან საიამოვნოს, მაგრამ ამავდროულად სევდიან განწყობას უქმნის მას. თითქოს უკვე მიჩვეული იყო იმას, რომ თეჰიონი მისი მეტოქეა, შესაბამისად არ უნდა იღვიძებდეს მის გვერდით...
ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თეჰიონის სახესთან ახლოს მიიწია.
დაჟინებით უყურებდა მის ლამაზ თვალ-წარბს, მშვიდ გამომეტყველებას...
სანამ უეცრად თეჰიონმა თვალები არ დაჭყიტა.
ამის გამო ჯონგუკს შეეშინდა და ხელი კრა თეჰიონს.
მან თავი ვერ შეიკავა და საწოლიდან გადავარდა.
ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, ნახევრად ძილ-ბურანში, თვალებს ისრესდა და გაბრაზ-წყენილი შეჰყურებდა ჯონგუკს.

- ასე შეგაშინა ჩემმა სახის დანახვამ?
- უბრალოდ უეცრად თვალების გახელამ შემაშინა. ნუ მკითხავ რატომ!
- რომელი საათია?
- რვის ნახევარია...
- კარგი, ადექი, გავემზადოთ...

თეჰიონი წამოდგა და შხაპი მიიღო. როცა დაასრულა კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო. ყავისფერი შარვალი და კრემისფერი პერანგი სასიამოვნო, მშვიდ ჰარმონიას უქმნიდა მის ჩაცმულობას.
ჯონგუკს კი ტანსაცმელი წამოღებული არ ჰქონდა, ამიტომ შხაპის მიღების შემდეგ, თეჰიონის რამე ტანსაცმელი უნდა აერჩია და ჩაეცვა.
მართალია, ცოტა დიდი ჰქონდა, მაგრამ სხვაობა დიდად არ ემჩნეოდა. არა უშავს.

ორივემ მალევე ჩაიცვა და საუზმე მიირთვა.

გარეთ რომ გამოვიდნენ, სანამ მანქანასთან მივიდოდნენ ძალიან შეცივდათ.
მოღრუბლული ამინდი იყო, წვიმას აპირებდა და საშინლად ციოდა.
ძვალ-რბილში გამჯდარი სითბო კი ცუდად შეხვდა გარედან დატაკებულ ცივ ჰაერის მასას.

- თეჰიონ, ხელებზე მცივა...
- მოდი, გაგითბობ...- უთხრა თეჰიონმა, ჩასჭიდა ხელები და საკუთარი მოსაცმელის ჯიბეებში ჩაილაგა.
- თეჰიონ, ტუჩებზეც მცივა.
- მოდი, გაგითბობ...- ხელები კისერზე  შემოჰხვია, თითები ნახევრად თმაში ჰქონდა შეცურებული. ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ ცხვირზე, ლოყაზე და ტუჩებზე.
- ყველაზე სასიამოვნო გათბობა იყო გათბობებს შორის!- ბედნიერებისგან თვალებანთებულმა ჯონგუკმა ყურებამდე გაუღიმა თეჰიონს.
- სიცივემ აგაბოდიალა არა?- უთხრა თეჰიონმა და ხმამაღლა გაიცინა.

კლასგარეშეWhere stories live. Discover now