,, When i'm with you, i feel butterflies"
ჯონგუკი და თეჰიონი ნივთების საწყობ, ძალიან პატარა ოთახში, ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან და ერთ წერტილს მიშტერებიან.
ამ ციცქნა ოთახში უჰაერობა და სიცხეა. ოფლი წვეთებად ჩამოსდით სხეულზე. გაუსაძლისი სიცხეა. უტელეფონოდ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი, მოთენთილები და გაბრუებულები ძირს, ბალიშებზე ეყარენ.თეჰიონმა ჯონგუკს გადმოხედა. შეხედა კეფაზე, სადაც ოფლის წვეთი გზას მიიკვლევდა მის კისერზე, ბოლოს სხვა წვეთს შეუერთებოდა და ასე გრძელდებოდა. ძალიან, მართლა ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა. შეხედა მის უნაკლო პროფილს, გამოყვანილ ტუჩებს, ხალს, მისი ტუჩის ქვეშ... და უეცრად ჰკითხა:
- ჯონგუკ, შენ და იუნგი ერთმანეთს ხვდებით?
თეჰიონი თავის თავს არ უჯერებდა, ახლახანს ის დაინტერესდა თავისი მტრის პირადი ცხოვრებით?!
- შენ მასეთი რაღაცები გაინტერესებს? მეგონა მარტო ჩხუბი განაღვლებდა.
- არ შეგიძლია კითხვაზე პასუხი ნორნალურად გამცე?
- ჰმ. არა, რა თქმა უნდა. (ეს ორივე კითხვის პასუხია).
- აბა რა ურთიერთობა გაკავშირებთ?
- ახლო მეგობარია. მართლა დაინტერესდი ამით?- მოკეტე. - თეჰიონმა ეს თქვა და თავი უკან გადასწია. კედელს მიაყრდნო და დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რატომ არ აქვს ფანჯარა ამ ოთახს. (კაით ჰო, მართლა ამაზე კი არ ფიქრობდა😌)
- ჯონგუკ, იცი კოცნის კვალი როგორ უნდა დატოვო?
- რა სისულელეებს ლაპ- ჯონგუკმა საუბარი შეწყვიტა, რადგან თეჰიონი უეცრად ზედმეტად მიუახლოვდა. მათ ტუჩებს სანტიმეტრებიღა აშორებდათ, როცა თეჰიონმა თავი ისევ უკან გასწია და გაკვირვებულმა სიცილით უთხრა ჯონგუკს:- თავი რატომ არ ამარიდე? ხელი რატომ არ მკარი?
- მ-მე, არ-რ ველოდი- ენის დაბმით უთხრა ჯონგუკმა.
- მოიცა, ბიჭები მოგწონს?
- რატომ განაღვლებს? გიყვარს გრძნობებზე და განცდებზე თამაში? ასე ძალიან გსიამოვნებს ჩემი ნერვების მოშლა? მაღიზიანებ! საზიზღარი ადამიანი ხარ, რომელსაც ყოველთვ- ჯონგუკმა წინადადება ისევ ვერ დაასრულა, ოღონდ განსხვავებული, მაგრამ ცოტათი მსგავსი მიზეზის გამო.