Part 1

360 13 1
                                    

აი მეც მოვედი. ჰოგვრათსი როგორც იქნა, 5 წლის მერე. ვერ ვითმენ ისე მინდა ჩემი ტყუპი ძმის ჰარის ნახვა. დიდი დრო გავიდა. თუმცა ერთი დღით გვიან მოვედი. ჩემი სულელი მატარებელი გვიან ჩამოვიდა რადგან გზაში გაფუჭდა და ჩემი მგზავრობაც შეგერხდა. ჰოგვრათსის ექსპრესში მარტო ვზივარ და ველოდები როდის დასრულდება ეს გზაა. და აი დასრულდა კიდეც. ჩემს ნივთებს ხელი მოვკიდე და ჰოვართსში შევედი...

________

"არია, სახლში უნდა განაწილდე" დამბლდორმა მითხრა, უკვე ერთი საათია აქ ვართ, თუმცა ჰარი ჯერ არ მოსულა.

"ჰარის არ უნდა დაველოდოთ? გაოცებული იქნება როცა გრიფინდორში მოვხვდები" ვცდილობდი დრო გამეწელა.

მოულოდნელად კარი გაიღო და ჰარი შემოვარდა, მისი ჰალსტუხი დაკაგული იყო, თმა აჩეჩილი, ისე გამოიყურებოდა თითქოს ახლა გააღვიძეს. თუმცა მაშინვე გამოცოცხლდა როცა დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. დამბლდორის მაგიდიდან ჩამომიყვანა და ჩამეხუტა.

"მომენატრე არია!" გამიღიმა და მეც ღიმილით დავჯექი ჩემს ადგილას.

"განაწილება უნდა დავიწყოთ"გაისმა დამბლდორის ხმა. დავინტერესდი ჰარიმ რატომ დაიგვიანა, დარწმუნებული ვარ დღეს გაკვეთილებს დაესწორ. შეიძლება არაფერია, მაგრამ მაინც დავეჭვდი. თუმცა ეჭვები გაქრა როცა თავზე გამანაწილებელი ქუდი ვიგრძენი

"მმ... ეს სახიფათოა. მისი ძმასავით მამაცია. გრიფინდორი კარგი იქნება."ქუდმა დაიწყო თავისთვის ჩურჩული. დარწმუნებული ვარ ჰარის მსგავსად გრიფინდორში ვიქნები. "მაგრამ, წარმატებული იქნება სლიზერინში" არა, არა, ოღონდ სლიზერინი არაა. ყველა ბნელი ჯადოქარი სლიზერინიდანაა. სალაზარ სლიზერინიც კი გააძევეს ჰოგვართსიდან. "არა სლიზერინი? ოჰ, კარგი. სლიზერინი" ქუდმა დაიყვირა და სწრაფად ჰარისკენ შევტრიალდი, თუმცა მის სახეზე ზიზღი იყო აღბეჭდილი.

"ანუ სლიზერინი?" დამბლდორმა ტაში შემოკრა და ოთახიდან გაგვიძღვა. ჰარი ჩემს უკან მოდიოდა, თუმცა ფეხს ავუჩქარე და წინ წავედი. ვიცი რამდენად იმედგაცრუებული და შერცხვენილია რომ მისი და სლიზერინში იქნება. 

____

სნეიპმა სარდაფში სლიზერინის საეღო ოთახში შემიყვანა. უნდა ვთქვა ლამაზი ოთახი იყო. შემეძლო დამენახა წყალი ფანჯრიდან რომელიც ოთახს მწვანე შუქით ალამაზებდა. წყლის ხმაც ფანჯარასთან შეხებისას დამამშვიდებელი იყო. ჩემი ნივთები ჩემს ოთახში ამოვალაგე და ქერა თმიანი გოგოც შემოვიდა. ალბათ ჩემი ოთახის მეზობელია.

"გამარჯობა, მე დაფნი ვარ,დაფნი გრინგრეის" ხელი ჩამომართვა და გამიღიმა. კარგი გოგო ჩანს.

"მე არია ვარ, არია პოტერი" მან თავი დამიქნია დაბნეული თვალებით.

"ჰარი პოტერის და? არ ვიცოდი რომ და ყავდა" მხრები აიჩეჩა და მის საწოლზე დაჯდა.

შეიძლება დღევანდელი დღე არც იყო ცუდი.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now