ჰარი ამ დროს ზედმეტად დამცველი გახდა, განსაკუთრებით რიდლის ინციდენტის მერე. მითვალთვალებს ყველგან რაც უცნაურია.
"არია, დავიგვიანებთ თუ არ გაინძრევი" დაფნიმ დამიყვირა და ფაქტიურად მთელი ჰოგვართსი გააღვიძა.
"მოვდივარ, მოვდივარ" მას მივყევი წინასწარმეტყველების გაკვეთილზე. ეს სახალისო იქნება.
როგორც იქნა მივედით, რაც მანიაკებივით სირბილის მერე მოხდა.
"ქალბატონებო ადგილები დაიკავეთ" ისე მოვიქეცით როგორც გვითხრეს და დაფნის გვერდით დავჯექი.
"მის ტრელოუნ უნდა ვისაუბროთ" ამბრიჯმა ჩვენი გაკვეთილი შეწყვიტა თავისი გაამღიზანებელი აქცენტით. როცა კარისკენ წავიდნენ, ამბრიჯმა მე შემომხედა თითქოს მიწვევდა, სიცილი ძლივს შევიკავე.
"რა პრობლემა აქვს?" დაფნიმ იკითხა თან ვარდისფერ ქალბატონს აკვირდებოდა.
"მას ყოველთვის აქვს პრობლემა" თვალები ავატრიალე თან ჩემს ძმას შევხედე ოთახის მეორე ნაწილში. მის სახეზე ნერვიულობა იყო გამოსახული, ეს კარგი არ იქნება.
ჩვენ ჩვენი ჭიქების წაკითხვა მოგვთხოვეს, როგორც ყოველთვის პროფესორმა დაგვარწმუნა რომ ისინი იცვლებიან ან ჩვენი ბედი იცვლება. ჩემი არასდროს შეცვლილა, ყოველთვის ერთნაირია.
"არ მესმის ამას ყოველთვის რატომ ვაკეთებს, ჩემი არ შეიცვლება" ვაღიარე დაფნისთან.
"შენ ყოველთვის მზეს იღებ, ეს უსამართლობაა. 'შენ მალე ბედნიერება გეწვევა ჩემო შვილო'." გააჯავრა პროფესორი დაფნიმ რადგან ის ამას ყოველთვის ამბობს.
ფინჯანი შევარხიე და მაგიდაზე დავდე. ჰარისკენ გავიხედე რომელიც როგორც ყოველთვის გრიმ იღებს. მე პირადად ასეთი რაღაცაების არ მჯერა, როგორ შეუძლია ფინჯას მითხრას რა მელის?
"ოჰ ღმერთო არია, შენი შეიცვალა" გავიცინე რადგან ვიცოდი დაფნი ხუმრობდა, მაგრამ როცა ფინჯანში ჩავიხედე მართალი იყო. ის შეიცვალა.
YOU ARE READING
devoted-M.R (დასრულებული)
Fanfictionარია პოტერი ჰოგვრათსში გადავიდა სასწავლებლად, მის ძმასთან რომ ყოფილიყო. ის დამალული იყო წლების განმავლობაში ჯადოქრების სამყაროს სიბნელისგან. თუმცა როცა ის მეთიუ რიდლს შეხვდება მისი სამყარო სწორედ მაშინ გადაქიცევა წამებად. ეს ორი ერთმანეთს ვერ იტანს...