Part 6

259 9 0
                                    

შხამ წამლების გაკვეთილზე ვიყავი და ველოდი ზარი როდის დაირეკებოდა. ღმერთო, ეს გაკვეთილი უფრო მოსაწყენი ვეღარ იქნებოდა. პირდაპირ საათს ვუყურებდი და ვხედავდი როგორ გადიოდსა დრო ძალიან ნელა, თავი მე მაგიდაზე დავდე და ისე გავაგრძელე ყურება.

"მიშტერება დროს უფრო სწრაფად ვერ გაიყვანს" მეთიუმ ჩემს ყურთან თქვა და მე მაშინვე თვალები ავატრიალე და მისკენ შევბრუნდი. ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო ამიტომ მაშინვე უკან დავიწიე. მისი ღიმილი კი უფრო გაფართოვდა და ისე დარჩა.

"სურათი გინდა რიდლი? ის უფრო დიდხანს გაძლებს" გავუღიმე, თუმცა გამაოცა როცა ხმა ამოიღო.

"კი, მინდა" ეს  ბიჭი ჩემი სიკვდილის მიზეზი იქნება.

____________

შობის დღესასწაული მოდის და მე ჯერაც არ მისაუბრია ჰარისთან. როგორ ჩანს მე ჰოგვართსში ვრჩები დასვენებებზე. ნამდვილად გამომადგებოდა დამატებითი მეცადინეობა შელოცვებზე. შხამ-წამლებში ვიჭრები და ბნელი ძალებისგან თავდაცვაში ძლივს გადავრჩი. ეს საკმაოდ სამწუხაროა. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი ჰოგვართსში დარჩენის, ვიზლებთანაც არ მისაუბრია უკვე თვეებია და უხერხული იქნება ჩემი იქ ყოფნა. ჰარიმ მითხრა რომ მისგან თავი შორს დამეჭირა ამიტომ სწორედ ამას გავაკეთებ.

"ჰეი, არია. მე დღეს აქ არ ვიქნები ამიტომ არ იღელვო, კარგი?" დაფნიმ თავი შემოყო.

"კარგი. ჩემს მაგივრად მიესალმე ჰაპლეფავს" თავლი ჩავუკარი და ის გაწითლდა. გავიცინე როცა საერთო ოთახში დაბრუნდა. 

მე შევნიშნე რომ ხშირად არის საიდუმლო ჰაპლეფავთან, რომელიც მაღალია და მუქი ყავისფერი თმა აქვს.  უნდა ვთქვა რომ არ ვიცი სლიზერინელები ამაზე როგორ მოიქცევიან. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ის მაგლებში დაბადებულია,

ჩემი ჩანთა ავიღე და მეც საერთო ოთახისში წავედი. ცეცხლთან დავჯექი და ისევ ჩემი 'სიამაყე და ცრუწმენა' გადავშალე. ერთი თავი წავიკითხე და მოულოდნელად ის ჩემს ხელებში აღარ იყო. ავიხედე და მალფოი დავინახე რომელიც მას ზიზღით უყურებდა.

" ეს მაგლების წიგნია?" მიყურებდა და იცინოდა.

"კი, პრობლემაა მალფოი? ან იქნებ შენი თავი ზედმეტად მაღლაა გაჭედილი შენს უკანალში?" ტკბილად ვთქვი და ნოტმა სიცილი დაიწყო, სანამ გვერდში მალფოი ხელს წაკრავდა.

"ოჰ შეხედეთ, კიდევ ერთი პოტერი რომელიც ფიქრობს რომ სხვებზე უკეთესია."

"შენ ნაბიჭვარი ხარ" თვალები ავატრიალე და სკამიდან ადგომა ვცადე მაგრამ პენსიმ ისევ უკან დამაბრუნა.

"სად მიდიხარ? გართობა ახლა იწყება" მან ჩაიცინა.

"გაიწიე" ჩუმად ვთქვი.

"წარმოიდგინე-" დაიწყო მაგრამ შეწყვიტა როცა ვიღაც ოთახში შემოვიდა.

"რა ხდება აქ?"

ეს მეთიუ იყო.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now